იერი მინა: "ბარსელონაში" თითქოს ყველაფერი ჩემს წინააღმდეგ იყო

იერი მინა: "ბარსელონაში" თითქოს ყველაფერი ჩემს წინააღმდეგ იყო

კოლუმბიურ Marca-სთან ინტერვიუში "ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა, იერი მინამ, თავისი კატალონიური კარიერა გაიხსენა. 

"შემეძლო, სხვა გუნდი ამერჩია. "დორტმუნდი" დაინტერესებული იყო, სხვა გუნდებიც გერმანიიდან, იტალიიდან, ინგლისიდან... მაგრამ ჩემი ოცნება "ბარსელონაში" თამაში იყო. 

სათამაშო დროს თავიდანვე ვერ ვიღებდი. ვღელავდი და ბევრ რამეზე ვფიქრობდი. ვთვლიდი, რომ ჩემთვის ყველაფერი დასრულებული იყო. თავს ისე ცუდად ვგრძნობდი, რომ პაულინიო და კოუტინიო მუდმივად მამშვიდებდნენ და მეუბნებოდნენ, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. მათი სიტყვები მამხნევებდა, მაგრამ, ამავდროულად, უფრო მაშინებდა.

რა თქმა უნდა, მესმოდა, რომ გუნდი შესანიშნავი მოთამაშეებით იყო დაკომპლექტებული, მაგრამ მოედანზე ყოფნა მეც მინდოდა. დრო არ მქონდა, ბოლოს კი, როცა რამდენიმე წუთი მივიღე, ცუდად ვითამაშე. თითქოს ყველაფერი ჩემს წინააღმდეგ იყო, ვარჯიშზე პასის გაკეთებასაც კი ვეღარ ვახერხებდი. 

ძალიან ბევრს ვვარჯიშობდი. ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო, მაგრამ როცა კლუბის რჩეული არ ხარ, ეს საკმარისი არაა. 

მაინც არ ვნანობ, რომ იქ გადავედი, რადგან ამ პერიოდში ძალიან დიდი ცოდნა მივიღე. უკეთესი ფეხბურთელი და პიროვნება გავხდი. "ბარსელონაში" საოცარი და უნიჭიერესი ადამიანები დამხვდნენ. მათ შეეძლოთ, ბურთი ყოველთვის იქ მოეთავსებინათ, სადაც მოისურვებდნენ!" - თქვა მინამ. 

კოლუმბიელმა მცველმა "ბარსას" რიგებში 2017/18 წლების სეზონის მეორე ნახევარი გაატარა და სულ 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა. 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ის "ევერტონს" შეუერთდა, სადაც დღემდე თამაშობს. 

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 2 ივლისი 2020 11:21
    0
    ორ მეტრიანი ახმახი.
    Culé [?]
    #4 2 ივლისი 2020 00:34
    2
    ციტატა: nikusha
    ბიზნესის ნაწილში გამოიყენა ბართომ ეს კაცი იყიდა 12 მლნ და გაუშვა 30 თუ 35 ზუსტად აღარ მახსოვს. ერთი კი ვიცი რომ მოგება ნახა საკაიფო მსოფლიო ჩემპიონატის მერე

    ხო.კაი.გათვლა იყო ვინიცობაა დაბრუნებაც შეგვიძლია 60 ად რო.რამე.
    [?]
    #3 2 ივლისი 2020 00:33
    3
    ციტატა: nikusha
    ბიზნესის ნაწილში გამოიყენა ბართომ ეს კაცი იყიდა 12 მლნ და გაუშვა 30 თუ 35 ზუსტად აღარ მახსოვს. ერთი კი ვიცი რომ მოგება ნახა საკაიფო მსოფლიო ჩემპიონატის მერე

    ეგ მსოფლიო ჩემპიონატის დამსახურება იყო, 3 გოლი გაიტანა იქ მგონი. 2 მეტრიანია თავზე მაგარია. არტურზეც იგივე არ ჩაიდინა? დაჟე პაულინიოზე მოიგო ბონუსებიანად 5-10 მილიონი. სამაგიეროდ კოუზე დემბელეზე და მაგათზე იმდენს იზარალებს მტეერს
    Culé [?]
    #2 2 ივლისი 2020 00:33
    4
    ლევანტესთან პირადად ამ კაცმა წაგვაგებინა 4-3,37-ე ტურში და ოქროს ლალიგის მოგების შანსი წაგვართვა.მახსოვს კოუს ჰეთთრიკი და ამის მიქარვები მაგ მატჩში.
    --------------------
    "ბერნალეოზე" , 5 წელში ერთხელ, სასწაულებიც ხდება😂😂😂😂
    ფანი [?]
    #1 2 ივლისი 2020 00:20
    4
    ბიზნესის ნაწილში გამოიყენა ბართომ ეს კაცი იყიდა 12 მლნ და გაუშვა 30 თუ 35 ზუსტად აღარ მახსოვს. ერთი კი ვიცი რომ მოგება ნახა საკაიფო მსოფლიო ჩემპიონატის მერე
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა