ფილიპე კოუტინიო "ბაიერნში" კიდევ 2 თვე ითამაშებს

ფილიპე კოუტინიო "ბაიერნში" კიდევ 2 თვე ითამაშებს

უკვე დიდი ხანია ცნობილია, რომ "ბაიერნი" "ბარსელონას" საკუთრებაში მყოფ ნახევარმცველს, ფილიპე კოუტინიოს არ გამოისყიდის. 28 წლის ვარსკვლავს "რეკორდმაისტერთან" საიჯარო ხელშეკრულების ვადა გუშინ, 30 ივნისს ამოეწურა და ბრაზილიელი "ბლაუგრანაში" უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა ის მიუნხენურ კლუბში კიდევ 2 თვე დარჩება.

ავტორიტეტული გერმანული გამოცემა Bild-ის ცნობით, "ბარსელონა" და "ბაიერნი" შეთანხმდნენ, რომ კოუტინიო "რეკორდმაისტერში" სეზონის ბოლომდე დარჩება. ბრაზილიელი ფეხბურთელი, ამ ორი თვის განმავლობაში, განახევრებულ ხელფასს აიღებს.

"ბაიერნი" უკვე გერმანიის ჩემპიონია, თუმცა მიუნხენელებს იმედი აქვთ, რომ ფილიპე გუნდს აგვისტოში ჩემპიონთა ლიგის მოგებაში დაეხმარება.

ფილიპე კოუტინიოს ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 33 მატჩი, 9 გოლი და 8 შედეგიანი გადაცემაა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #2 2 ივლისი 2020 00:22
    0
    ოდრიოზოლაზეც ასე შვება ბაიერნი და არსენალი სებალიოსზე
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 1 ივლისი 2020 23:42
    4
    იხმარენ როგორც უნდათ, გამოწურავენ და მერე ნახმარი პამპერსივით მოგვიგდებენ.