"ბარსელონას" დირექტორი: "რეალზე" დამოკიდებულები ვართ და ეს პრობლემაა

"ბარსელონას" დირექტორი: "რეალზე" დამოკიდებულები ვართ და ეს პრობლემაა

"ბარსელონას" დირექტორი გილერმო ამორი "ატლეტიკოსთან" თამაშში (2-2) ქულების კიდევ ერთხელ დაკარგვის შემდეგ აღიარებს, რომ კატალონიური კლუბის ბედი ესპანეთის ჩემპიონატში ახლა უკვე მადრიდის "რეალზეა" დამოკიდებული.

"რეალზე" დამოკიდებულები ვართ და ეს პრობლემაა.

ჩვენი შეცდომების გამო მადრიდელებთან უპირატესობა დავკარგეთ. შეცდომები აღარ უნდა დავუშვათ", - ციტირებს გილერმო ამორის სიტყვებს Cadena COPE.

"ბლაუგრანამ", ლა ლიგის ბოლო 4 მატჩში, 12 შესაძლო ქულიდან 6 მოაგროვა და პირველობა "სამეფო გუნდს" დაუთმო. "თეთრები", ამჟამად, პრიმერა დივიზიონის სატურნირო ცხრილში "ბარსელონაზე" 1 ქულით წინ იმყოფებიან, თუმცა, თუ მადრიდელები "ხეტაფეს" დაამარცხებენ, ისინი კატალონიელებთან უპირატესობას 4 ქულამდე გაზრდიან.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 2 ივლისი 2020 14:21
    0
    იმედია დღეს ხეტაფე რამეს იზავს და ფრეს მაინც გაუგორებს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #4 2 ივლისი 2020 02:17
    1
    ეს პრობლემა მაშინ იქნებოდა ბარსას რო ყველა მატჩის მოგების თავი ქონდეს, მარა რა ფეხბურთსაც ბარსა თამაშობს ეს პრობლემაზე მეტია
    Culé [?]
    #3 1 ივლისი 2020 23:40
    0
    ბართო ხმას, რომ არ იღებს თავი ხომ არ მოიკლა და ხომ არ გვიმალავენ, ეხლავე ფეირვერკებს ვისვრი.
    ფანი [?]
    #2 1 ივლისი 2020 22:50
    2
    ამას თავისთი მიხვდა თუ უთრხრეს?))
    Culé [?]
    #1 1 ივლისი 2020 22:43
    0
    მოკეტე რააა
    --------------------
    "ბერნალეოზე" , 5 წელში ერთხელ, სასწაულებიც ხდება😂😂😂😂