ლეო მესის მე-4 პენალტი პანენკას სტილში

ლეო მესის მე-4 პენალტი პანენკას სტილში

"ბარსელონას" ვარსკვლავი ჩვენს გაოცებას არ წყვეტს. გუშინ არგენტინელმა ფეხბურთელმა, "ატლეტიკოსთან" შეხვედრაში (2-2), კარიერაში მე-700 გოლი გაიტანა და რა თქმა უნდა, იგი გამორჩეულად შეასრულა.

მესის საიუბილეო გოლი პანენკას სტილში შესრულებული თერთმეტმეტრიანი აღმოჩნდა. "ლა პულგას", ამის გარდა, ასეთ სტილში თერთმეტმეტრიანი კიდევ 3 შემთხვევაში გაუტანია "ხეტაფესთან" (2014/15), "ვილიარეალთან" (2016/17) და "ლიონთან" (2018/19).

ფეხბურთის ჩეხმა ლეგენდამ, ანტონინ პანენკამ, რომელსაც პენალტის შესრულების ამ ცნობილ სტილს მიაწერენ, განაცხადა: "მესით აღფრთოვანებული ვარ არაერთი მიზეზის გამო. ლეო ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის მისაბაძი მაგალითია. ის მხოლოდ ფეხბურთზეა ფოკუსირებული. შემიძლია ხალხს ვუთხრა, რომ მან ჩემი პენალტი გადაწერა".

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    სტუმარი [?]
    #1 1 ივლისი 2020 22:40
    5
    700-ე გოლი "განსხვავებული" უნდა ყოფილიყო და მომეწონა "პანენკათი" რო გაიტანა, მაგრამ 600-ე გოლი(ბარსას რიგებში) და 500-ე(ჯარიმა ლივერპულთან და აფრიალებული მაისური "ბერნალეოზე") სულ სხვა ემოციაა.