მოთხოვნა - ლეო მესის მაისური NASA-ს მუზეუმში?
- 1-07-2020, 22:40
-
Tsitsi
- 5

სამხრეთ ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სპორტული გამოცემა Ole, ლიონელ მესის კარიერულ 700 გოლთან დაკავშირებით, ინიციატივით გამოდის - არგენტინელებს სურთ, რომ NASA-მ "ბარსელონას" კაპიტნის მაისური მეტეორის გვედით დაკიდოს.
"ჩვენ არამხოლოდ არგენტინელების, არამედ მთელი მსოფლიოს გულშემატკივრების, მწვრთნელებისა და მოთამაშეების სახელით გწერთ. ლეო მესიმ დახუნძლული კარიერის განმავლობაში, უამრავი ტიტული მოიგო. ამ ყველაფრის მიღმა, ცოტა ხნის წინ კარიერაში მე-700 გოლიც გაიტანა. ვფიქრობთ, რომ დროა, მან დამსახურებული აღიარება მიიღოს.
"ლა პულგამ" ამ პერიოდის განმავლობაში ბევრჯერ გვაჩვენა, რომ სხვა პლანეტიდანაა - რაც სპეციალისტებმა სხვადასხვა თეორიებით უკვე დაამტკიცეს. სწორედ ამიტომ, მიგვაჩნია, რომ არამიწიერი ლეგენდის მაისური Cape Canaveral-ის მუზეუმში მეტეორის, აპოლო 11-ის, ან მსგავსი ექსპონატის გვერდზე ყოფნას იმსახურებს. ეს ფეხბურთისათვის მცირე ნაბიჯია, თუმცა კაცობრიობისათვის - უდიდესი", - ვკითხულობთ გაზეთის მიმართვაში.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]