ოფიციალურად: "ბარსელონამ" გარსია პიმიენტასთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

  • 1-07-2020, 00:09
  • ოფიციალურად: "ბარსელონამ" გარსია პიმიენტასთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

    როგორც მოსალოდნელი იყო, "ბარსელონა ბ-ს" მთავარმა მწვრთნელმა, გარსია პიმიენტამ კატალონიურ გუნდთან ახალი კონტრაქტი გააფორმა.

    "ბლაუგრანას" ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ახალი ხელშეკრულება პიმიენტას გუნდთან 2021 წლამდე დააკავშირებს. მხარეებმა ასევე გაითვალისწინეს გარიგების ერთი წლით ავტომატურად გახანგრძლივების შესაძლებლობაც.

    ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით, არაა გამორიცხული, ლა ლიგის მიმდინარე გათამაშების დასრულების შემდეგ, პირველ გუნდს, ჩემპიონთა ლიგაზე, სწორედ პიმიენტამ უთავკაცოს.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    პარტნიორები
    Flashscore.ge