"ბარსელონამ" ესპანეთის ჩემპიონატის ფინალი თორნიკე შენგელიას "ბასკონიასთან" წააგო

  • 1-07-2020, 00:02
  • "ბარსელონამ" ესპანეთის ჩემპიონატის ფინალი თორნიკე შენგელიას "ბასკონიასთან" წააგო

    რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის ერთმატჩიანი ფინალი, რომელშიც "ბარსელონა" თორნიკე შენგელიას "ბასკონიასთან" დამარცხდა.

    თამაში ძალიან დაძაბული გამოდგა. "ბასკონიამ" პირველი მეოთხედი 17-16 მოიგო. მე-2 მეოთხედში "ბარსამ" 23-16 იმარჯვა და დიდ შესვენებაზე უპირატესობით გავიდა. თუმცა, მე-3 მეოთხედში "ბასკონიამ" მეტოქეს 18-16 აჯობა და გადამწყვეტ მეოთხედს გუნდები თანაბარი ქულებით შეხვდნენ.

    ფინალის დასრულებამდე 3 წამით ადრე, ანგარიში 67-67 იყო, მაგრამ "ბასკონიამ" ჩააგდო, "ბარსელონამ" წარუმატებელი შეტევით უპასუხა და საბოლოოდ, კატალონიელები ანგარიშით 67-69 დამარცხდნენ.

    ესპანეთის ახალი ჩემპიონის კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ, მოედანზე 33 წუთი დაჰყო, რა დროშიც მან აქტივში 14 ქულა (მე-3 საუკეთესო შედეგი), 4 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა. "ბასკონიას" 8 ქულით დაეხმარა საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წევრი, მეტ ჯენინგი.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Don_Andresito [?]

    1 ივლისი 2020 02:57

    ციტატა: NS50
    ეს მემგონი თოკოს ხათრით ყველას გაგვეხარდა!?

    ეგ რა თქმა უნდა და რაც მთავარია ბართომეუ ესწრებოდა თამაშს და მაგის ალეწილი სახე კაი სანახავი იყო. აწი გარდაუვალია არჩევნებში წაგება. ვინც არ იცის საკალათბურთო გუნდიც მაგ პიტალოს აბარია და მანდ ტიტულის მოგება დამატებითი ხმებია არჩევნებში მაგისთვის. ეგეც დაკარგა უკვე

    1
    გასულია
    Iniesta. And messi წევრი [?]

    1 ივლისი 2020 00:55

    გილოცავთ ბიჭებო

    1
    გასულია
    NS50 გულშემატკივარი [?]

    1 ივლისი 2020 00:06

    ეს მემგონი თოკოს ხათრით ყველას გაგვეხარდა!?

    3
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV