ინიესტა: "ბარსამ", შესაძლოა, წააგოს, მაგრამ იდენტურობა ყოველთვის უნდა შეინარჩუნოს

ინიესტა: "ბარსამ", შესაძლოა, წააგოს, მაგრამ იდენტურობა ყოველთვის უნდა შეინარჩუნოს

"ბარსელონას" ლეგენდამ, იაპონური "ვისელ კობეს" ახლანდელმა ნახევარმცველმა, ანდრეს ინიესტამ კატალონიურ კლუბზე ისაუბრა.

"ბლაუგრანაში", ბოლო დროს, დიდი არეულობაა. კატალონიელთა მთავარი მწვრთნელის, კიკე სეტიენის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება, გუნდის ცუდი თამაშის გამო, უფრო და უფრო სარწმუნო ხდება.

"ბარსელონამ", შესაძლოა, მატჩები წააგოს, მაგრამ იდენტურობა ყოველთვის უნდა შეინარჩუნოს. ვფიქრობ, რომ ფეხბურთში, გუნდურ თამაშში, წარმატების მისაღწევად ბევრი რამაა საჭირო.

ჩვენ გვყვავდა ისეთი შესანიშნავი მწვრთნელი, როგორიც პეპ გვარდიოლაა და თაობა იმ ნიჭიერი ფეხბურთელებისა, რომლებიც თამაშის ერთნაირი სტილით განვითარდნენ.

თითოეული სცენარი განსხვავებულია, თუმცა გუნდის თამაში მწვრთნელის სტილის სარკეა. გვარდიოლა ინდურ გუნდსაც რომ წვრთნიდეს, ის თავის ფილოსოფიას არ შეცვლიდა", - ციტირებს ინიესტას სიტყვებს Marca.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    [?]
    #3 1 ივლისი 2020 02:58
    0
    ეხლა მოგვცა 27 წლის ინიესტა. სეტიენიც კი ვერ გააფუჭებდა თამაშს და შედეგებს
    გულშემატკივარი [?]
    #2 30 ივნისი 2020 23:56
    3
    ამ კაცია წასვლის შემდეგ გუნდმა დაკარგა მისი სტილი ეს ინარჩუნებდა სანამ ბარსაში იყო. ინიესრას გარეშებარსა უთუოდ მოსაწყენ თამაშს თამაშობს
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    სტუმარი [?]
    #1 30 ივნისი 2020 23:43
    5
    სადღაა იდენტურობა, დონ ? საფუძვლიანად მოთხარა გუნდი "პერესიჩმა".