ოფიციალურად: "ბარსა ბ-ს" რამდენიმე ფეხბურთელი ტოვებს

  • 30-06-2020, 21:53
  • ოფიციალურად: "ბარსა ბ-ს" რამდენიმე ფეხბურთელი ტოვებს

    დღეს, 30 ივნისს, "ბარსელონა ბ-ს" რამდენიმე იმედისმომცემ ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტით გათვალისწინებული ვადა ამოეწურა.

    კატალონიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, "ბლაუგრანას" სარეზერვო გუნდს ჩუმი, კიკე სავერიო, სერჟი პუჩი და გილემ ხაიმე ტოვებენ.

    21 წლის ცენტრალური მცველი ჩუმი "ბარსას" აკადემიაში 2014 წლიდან ირიცხებოდა. "ბარსა ბ-ში" მან ბოლო 2 სეზონი ჩაატარა.

    რაც შეეხება კიკე სავერიოს, 21 წლის შემტევი კატალონიელთა მეორე გუნდს 2 გატარებული სეზონის შემდეგ ტოვებს.

    21 წლის მეკარემ, სერჟი პუჩმა, კატალონიელთა სარეზერვო გუნდში მხოლოდ 1 წელი გაატარა, იმავე ასაკის უნივერსალი მცველი გილემ ხაიმე კი "ბარსა ბ-ში" 2 წლის განმავლობაში ირიცხებოდა.

    საინტერესოა, რომ ყველა მათგანის ასაკი 21 წელია.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Lasho წევრი [?]

    1 ივლისი 2020 00:27

    სავერიო მომწონს არადა

    0
    გასულია
    MARADONA1968 წევრი [?]

    30 ივნისი 2020 23:52

    ბართო გსაგდებია!, მან დაღუპა და გაათახსირა კლუბი! სასწრაფოდ ვადამდელი არჩევნებია საჭიროო! არაფერი არ გვეშველება!

    2
    გასულია
    Albicelecte ფანი [?]

    30 ივნისი 2020 22:36

    ლაუტაროს შეძენა 111 მილიონად 7 დღეში შეუძლია?
    111 მილიონი რომ მისცე ინტერს, შეფუთავს და თვალებსაც აუხვევს, რომ უკან დასაბრუნებელი გზა არ გააგნოს და ისე გაყიდის
    111 მილიონს ლაუტაროში გადაიხდის რამდენი? 0 გუნდი
    ერთი კვირის მერე 60 ლიმონი+ვიდალი შეთავაზება და არგენტინელი წამოცუნცულებულია

    1
    გასულია
    Barca_MNS ფანი [?]

    30 ივნისი 2020 22:23

    ციტატა: frenkie dejong21
    ბაიერნმა სანე იყიდა 50 მილიონად ბართოუმე დაჯდეს და ბებრები მოიყვანოს და ლაუტაროში კიდე 111მილიონი გადაყაროს

    თან ეგენი 50-ს არ გადაუხდიან ერთიანად; რაღაც ბონუსები ექნებათ გათვლილი.

    4
    გასულია
    frenkie dejong21 ფანი [?]

    30 ივნისი 2020 22:05

    ბაიერნმა სანე იყიდა 50 მილიონად ბართოუმე დაჯდეს და ბებრები მოიყვანოს და ლაუტაროში კიდე 111მილიონი გადაყაროს

    5
    გასულია
    Andres_Iniesta Culé [?]

    30 ივნისი 2020 21:55

    ⏳ დროის ათვლა იწყება, ლაუტაროს შესაძენად ბარსას 7 დღე აქვს.

    ❗️კლუბს არგენტინელის 111 მილიონად შეძენა მხოლოდ 7 ივლისამდე შეუძლია, შემდგომ სადავები ინტერის ხელში გადავა.

    ⏱ ბარსა აპირებს 90 მილიონის + ფირპოს შეთავაზებას, რაც ამ მცირე პერიოდში რთული მოსაგვარებელია.

    @filippomricci
    @ValerioClari

    0
    --------------------
    VISCA BARCA VISCA CATALUNYA!
    პარტნიორები
    Flashscore.ge