კატალონიური დერბის თარიღი ცნობილია

  • 30-06-2020, 19:20
  • კატალონიური დერბის თარიღი ცნობილია

    დღეს, ლა ლიგამ 35-ე ტურის "კატალონიური დერბის" თარიღი და დრო გამოაქვეყნა, სადაც ერთმანეთს "ბარსელონა" და "ესპანიოლი" დაუპირისპირდებიან. 

    შეხვედრა 8 ივლისს, "კამპ ნოუზე" თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება. ამ შეხვედრამდე "ბარსელონა" შინ "ატლეტიკოს" და სტუმრად "ვილიარეალს" დაუპირისპირდება.

    "ესპანიოლთან" მატჩის შემდეგ, კიკე სეტიენის გუნდი ლა ლიგაში ბოლო სამ შეხვედრას ჩაატარებს ("ოსასუნა", "ვალიადოლიდი", "ალავესი").

    სეზონის პირველი "კატალონიური დერბი" ფრედ 2:2 დასრულდა, "ლურჯ-ბროწეულისფრების" მხრიდან თავი ლუის სუარესმა და არტურო ვიდალმა გამოიჩინეს. 

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    me da barca Culé [?]

    1 ივლისი 2020 00:29

    ბოლო ლურსმანი უნდა დააჭედოს ბარსამ ესპანიოლის კუბოს.

    0
    გასულია
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤ Culé [?]

    30 ივნისი 2020 23:46

    სეგუნდაშია მაგათი ადგილი და უნდა დავაბუნძულოდ.

    0
    --------------------
    "ბერნალეოზე" , 5 წელში ერთხელ, სასწაულებიც ხდება😂😂😂😂
    პარტნიორები
    Flashscore.ge