ჩავი: პანდემია ცხოვრებისეული გაკვეთილი აღმოჩნდა

  • 30-06-2020, 14:27
  • ჩავი: პანდემია ცხოვრებისეული გაკვეთილი აღმოჩნდა

    "ალ სადის" მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა, მიმდინარე პანდემიის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ფეხბურთი ხალხს ცხოვრების ჩვეული რიტმის დაბრუნებაში დაეხმარება.

    "დარწმუნებული ვარ, რომ ფეხბურთი ნორმალური ცხოვრების დაბრუნებაში დაგვეხმარება. სპორტი მსოფლიოს მრავალ ნაწილში განახლდა. პანდემია ყველასთვის ცხოვრებისეული გაკვეთილი აღმოჩნდა.

    ვფიქრობ, ამ გამოცდის შემდეგ, ცხოვრებაში მცირე დეტალების დაფასებას დავიწყებთ", - მის სიტყვებს ფიფა-ს ოფიციალური ვებგვერდი ციტირებს.

    ჩავი 2022 წელს ყატარში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის ელჩია. იგი ტურნირის პოპულარიზაციისკენ მიმართულ ღონისძიებებში იღებს მონაწილეობას.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Iniesta. And messi წევრი [?]

    30 ივნისი 2020 17:25

    ბარსას მთავარ მწვრთნელად შენს წარდგენას ველოდები

    0
    გასულია
    o.dembele11 წევრი [?]

    30 ივნისი 2020 16:24

    Მოდი მაესტრო ამ ზაფხულს

    0
    პარტნიორები
    Flashscore.ge