კლემან ლანგლე: დარწმუნებული ვარ, რომ ანტუანი "ბარსაში" წარმატებას მიაღწევს

  • 30-06-2020, 14:01
  • კლემან ლანგლე: დარწმუნებული ვარ, რომ ანტუანი "ბარსაში" წარმატებას მიაღწევს

    "ბარსელონას" ფრანგი ცენტრალური მცველი, კლემან ლანგლე, Le Parisien-თან ინტერვიუში თანამემამულე ანტუან გრიზმანის შესახებ საუბრობს. მან, აგრეთვე, გავრცელებული ჭორები უარყო და განაცხადა, რომ გუნდში კარგი ატმოსფეროა.

    "ანტუანი გუნდელებს კარგად შეეწყო, არანაირი პრობლემა არ არსებობს. მან იცის, რომ მოედანზე უკეთ თამაში შეუძლია.

    მისგან მეტს მოვითხოვთ. ვხედავ, რომ ძალიან ბევრს მუშაობს, მას გაუმჯობესება შეუძლია. დარწმუნებული ვარ, რომ ანტუანი "ბარსაში" წარმატებას მიაღწევს.

    გასახდელში შესანიშნავი ატმოსფეროა", - თქვა 25 წლის ფრანგმა.

    ამ მომენტისთვის, გრიზმანს 7-მატჩიანი უგოლო სერია აქვს. მან ბოლოს მეტოქის კარი 26 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, აიღო. 

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    me da barca Culé [?]

    30 ივნისი 2020 14:42

    მარტო გოლზე არაა საუბარი, ამისგან სარგებელი ნულის ტოლფასია.

    1
    პარტნიორები
    Flashscore.ge