სესარ ლუის მენოტი: მესი ნაკრებთან ერთად ტიტულს იმსახურებს

სესარ ლუის მენოტი: მესი ნაკრებთან ერთად ტიტულს იმსახურებს

არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და "ბარსელონას" ყოფილმა მწვრთნელმა, სესარ ლუის მენოტიმ, ერთ-ერთ ინტერვიუში, ლიონელ მესიზე ისაუბრა. 

"საქმე მხოლოდ იმაში არაა, რომ მესი მსოფლიოს ჩემპიონის რანგში ვიხილოთ, მე ყოველთვის ვოცნებობდი არგენტინას მსოფლიო ჩემპიონატი მოეგო, მასთან ან მის გარეშეც. 

მესის თამაშის ყურებით ბედნიერი ვარ, ლეო არგენტინის ნაკრებთან ერთად ტიტულს იმსახურებს. არ დაგავიწყდეთ, იყო მომენტები, როდესაც მხოლოდ მას აკრიტიკებდნენ. 

ტიტულები ფეხბურთში - ეს საკმაოდ რთული მიღწევაა, ძალიან იღბლიანი უნდა იყო, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც პატარა შანსები გადამწყვეტ როლს თამაშობენ. ყოველთვის ოპტიმიზმით ვაკვირდები მოთამაშეების იმ ჯგუფს, რომლებიც არგენტინის ნაკრებში მესის გვერდით იმყოფება და კვლავ დაუღალავად შრომობენ." - მენოტის სიტყვებს Mundo Deportivo ციტირებს. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფლოკი
    სტუმარი [?]
    #2 30 ივნისი 2020 21:38
    1
    უცებ როშევხედე რომის პაპი მეგონა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 30 ივნისი 2020 13:57
    4
    ყოველთვის ოპტიმიზმით ვაკვირდები მოთამაშეების იმ ჯგუფს, რომლებიც არგენტინის ნაკრებში მესის გვერდით იმყოფება და კვლავ დაუღალავად შრომობენ."
    და ვინ არის ასეთი, დაუღალავად რო შრომობს. ყველა მესის ეძებს რო ბურთი მოიცილოს და თუ გინდა 4 კაცით ჩაკეტილი იყოს, მართლა ჯადოქარი გონიათ.