არტურ მელოს კატალონიური კარიერა ფოტოებში

  • 30-06-2020, 12:48
  • არტურ მელოს კატალონიური კარიერა ფოტოებში

    2018 წლის 11 მარტი, "ბარსელონამ" არტურ მელოს ტრანსფერთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია "გრემიოსთან". ბრაზილიელი კატალონიურ კლუბთან 6 წლიან კონტრაქტს აფორმებს და ამავე წლის 9 ივლისს ოფიციალურად "ლურჯ-ბროწეულისფერი" ხდება. 

    საფეხბურთო სამყაროს გარკვეული ნაწილი ბრაზილიელს ჩავი ერნანდესის შემცვლელსაც კი უწოდებდა, თუმცა სრულიად მოულოდნელად, "ბარსელონას" ხელმძღვანელობამ ფეხბურთელის გასხვისება გადაწყვიტა და არტურ მელო მომავალი სეზონიდან "იუვენტუსის" ღირსებას დაიცავს. 

    23 წლის არტურმა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მაისური 72-ჯერ მოირგო და მეტოქის კარი 4-ჯერ აიღო, მან გუნდთან ერთად ესპანეთის სუპერ თასი (2018) და ლა ლიგა (2018/2019) მოიგო. 

    "ბარსელონას" ოფიციალური საიტი არტურის კატალონიურ კარიერას ფოტოებში გთავაზობთ: 

    2018 წლის 12 ივლისი, არტურის პრეზენტაცია და პირველი ემოციები 

    2018 წლის 29 ივლისი, "ტოტენჰემთან" ამხანაგურ შეხვედრაში, ბრაზილიელს პირველი გოლი გააქვს 

    2018 წლის 12 აგვისტო, პირველი ოფიციალური მატჩი და პირველი ტიტული (ესპანეთის სუპერ თასი) 

    სუპერ თასის მოგებიდან 6 დღეში - დებიუტი ლა ლიგაში

    2018 წლის 18 სექტემბერი - პირველი მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე

    2019 წლის 27 აპრილი, მეორე ტიტული "ბარსელონასთან" ერთად

    2019/2020 - პირველი ოფიციალური გოლი "ოსასუნას" კარში

    არტური "ბარსელონაში" - 72 მატჩი, 4 გოლი, 2 ტიტული

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Barca_MNS ფანი [?]

    30 ივნისი 2020 22:27

    არტური შეეწირა უბრალოდ ათას ***ობას; ტიპი სულით და გულით აქ იყო და შეუკიკინეს...იმიტომ მეცოდება, რომ იუვემ სავარუადოდ პირლოს შემცვლელად დაითრია; ნუ პირლოს პოზიციის, ბოლოს ეგეთი ის იყო და აბა რამდენად გაამართლეს, არც ფიზიკურადაა ეგეთ ხოდზე, არც მენტალურად არ ვიცი მეცოდება.
    პიანიჩი კიდე შემდგარი ფეხბურთელია, აიხდინა კარიერის ბოლოს ოცნება; არადა პრიიქით უნდა იყოს; ბარსაში კარიერის დასამთავრებლად არუნდა მიდიოდე.

    1
    გასულია
    me da barca Culé [?]

    30 ივნისი 2020 13:49

    ციტატა: Bobi
    მაგრად ინანებს კლუბი ამის გაშვებას და გვიანი იქნება

    ინანებს ის ვისაც კლუბისთვის კარგი უნდა.

    4
    გასულია
    რაღაცნაირი Culé [?]

    30 ივნისი 2020 13:39

    პიანიჩი კარგი ფეხბურთელია, რომადან მომხიბლა , დიდი ალბათობით გაამართლებს კიდეც ,მაგრამ მაინც ისეთი ფეხბურთელია რო მესიზე გახდება დამოკიდებული , ითამაშებს მესი ,ითამაშებს პიანიჩიც...

    თავად არტური მეცოდება ყველაზე მეტად... არვიცი სულით კულე იყო თუ არა ,მაგრამ ნახევარმცველებით სავსე იუვეში მისვლა არიქნება მარტივი და დიდად ვერც გამოიჩენს თავს ალბათ...
    ძაან ვგულშემატკივრობდი მელოს ბარსელონაში ყოფნის დროსაც კი და ახლა მითუმეტეს.

    3
    გასულია
    Barca_MNS ფანი [?]

    30 ივნისი 2020 13:14

    კოუტინიო------------------------არტური
    დე იონგი

    (ეს ნაევარდაცვა ხელიდან როგორ გაუშვეს; წარმოუდგენელი პოტენციალი იყო ამხალხში, თუ ვინმე თანამედროვე ფეხბურთში ახლოს იყო > ინიესტა <ბუსკეცი> ხავისთან< ესენი იქნებოდენ. მარა რად გინდა არც მწვრთნელი, არც მხარდაჭერა ადმინსისტრაციისგან.

    9
    გასულია
    grizmann ფანი [?]

    30 ივნისი 2020 13:05

    ამ სეზონის ბოლომდე ხო რჩება და რას დაუმთავრეთ უკვე კარიერა. ლიგაზე ხო იქნება არტური?

    0
    გასულია
    Bobi ფანი [?]

    30 ივნისი 2020 13:03

    მაგრად ინანებს კლუბი ამის გაშვებას და გვიანი იქნება

    3
    გასულია
    ნელსონ სემედუ წევრი [?]

    30 ივნისი 2020 13:01

    სამწუხაროა ხავის ხელში უფრო დაემსგავსებოდა მაესტროს

    2
    გასულია
    BaKuRa Culé [?]

    30 ივნისი 2020 12:51

    23 წლის უდიდესი პოტენციალის მქონე ფეხბურთელი, რომელსაც უბრალოდ ერთი კარგი მწვრთნელი ჭირდებოდა 30 წლის პიანიჩში გავცვალეთ🙁 რაზე უნდა ვილაპარაკოთ აქ საერთოდ🤷🏻‍♂️🤦🏻‍♂️

    8
    პარტნიორები
    Flashscore.ge