RAC1: ბართომეუ, დირექტორებთან ერთად, კიკე სეტიენს ესტუმრა

  • 30-06-2020, 11:14
  • RAC1: ბართომეუ, დირექტორებთან ერთად, კიკე სეტიენს ესტუმრა

    ორშაბათს, "ბარსელონას" პრეზიდენტი, ჟოზეპ მარია ბართომეუ, გუნდის მთავარ მწვრთნელს, კიკე სეტიენს, შინ ესტუმრა და მხარდაჭერა გამოუცხადა, წერს RAC1.

    ბართომეუს თან კლუბის რამდენიმე დირექტორი ახლდა: ოსკარ გრაუ, ხავიერ ბორდასი და ერიკ აბიდალი. შეხვედრის მიზანს კლუბისთვის მნიშვნელოვან მომენტში მწვრთნელისთვის თანადგომის გამოხატვა იყო. გამოცემის თქმით, ხელმძღვანელობამ სეტიენს გუნდის თამაშის გაუმჯობესებაც მიულოცა და "სელტასთან" ქულების დაკარგვა მსაჯის მიერ შეცდომით დანიშნული ჯარიმის შედეგად იქნა შეფასებული.

    ასევე, შესაძლოა, გუშინდელი შეხვედრა "სელტასთან" მატჩის შემდეგ, გასახდელში მომხდარ ინციდენტთან იყოს დაკავშირებული.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    30 ივნისი 2020 11:28

    რა მიულოცაო? რამე არასწორად წავიკითხე?

    4
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    GioKakiashvili ფანი [?]

    30 ივნისი 2020 11:21

    Gundis tamashis gaumjobesebao? Ddddddddddd

    2
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV