მირალემ პიანიჩი - მეხუთე "იუვენტინო" "ბლაუგრანაში"

  • 30-06-2020, 00:57
  • მირალემ პიანიჩი - მეხუთე "იუვენტინო" "ბლაუგრანაში"

    მირალემ პიანიჩი ისტორიაში მეხუთე ფეხბურთელის სახით შევა, რომელიც "ბიანკონერიდან" "ბლაუგრანაში" გადმოვიდა.

    პიემონტსა და კატალონიას შორის სატრანსფერო ურთიერთობა არცთუ ისე ხშირ ტრადიციას წარმოადგენს. 1989 წელს ამ ორ გუნდს შორის ფეხბურთელთან დაკავშირებით, არც ერთი შეთანხმება არ არსებულა. 

    თავდაპირველად, იოჰან კრუიფის "ბარსელონას" მთავარ მწვრთნელად ყოფნის მეორე წელს, "ბარსამ" ტურინული გრანდიდან მიხაელ ლაუდრუპი შეიძინა. დანიელი ამ გადაწყვეტილების  გამო იტალიაში ძალიან გააკრიტიკეს, მან მიშელ პლატინი მიატოვა და კატალონიელების რიგებში 1994 წლამდე თამაშობდა. საბოლოოდ ის კრუფთან კონფლიქტის გამო, "რეალში" უფასოდ გადავიდა.

    მომდევნო მოთამაშე, ედგარ დავიდსი იყო. ჰოლანდიელი "ბარსელონას" 2004 წელს, იჯარის წესით შეუერთდა.

    მისი მოყვანა ფრანკ რაიკაარდის გადაწყვეტილება იყო. ნიდერლანდელ სპეციალისტს ნახევარმცველის შეძენა ლა ლიგის მეორე წრეში გუნდის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სჭირდებოდა.

    დარჩენილი ორი ფეხბურთელი, რომლებმაც "იუვეს" შემდეგ "ბარსას" ფორმა მოირგეს, ჯანლუკა ძამბროტა და ლილიან ტურამი იყვნენ. მათი ფასი შესაბამისად 14 და 5 მილიონი ევრო იყო.

    2006 წლის მუნდიალზე მათი შთამბეჭდავი გამოსვლის მიუხედავად, ანალოგიური ფორმა 2006/07 წლების სეზონშიც კი ვერ შეინარჩუნეს და საბოლოოდ რაიკაარდისთვის წარუმატებელ ტრანსფერებად იქნენ მიჩნეულნი.

    "ბარსელონას" გულშემატკივართა უმეტესობას ატურის წასვლა ძალიან არ ესიამოვნა, თუმცა, იმედია, პიანიჩის სახით, გუნდი სტაბილურ მოთამაშეს მიიღებს და მისი ტრანსფერიც, ლაუდრუპის მსგავსად, წარმატებული იქნება.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Iniesta_8 ფანი [?]

    30 ივნისი 2020 13:22

    არცერთი არ იყო ურიგო ფეხბურთელი იმედია პიანიჩიც გაამართლებს

    1
    პარტნიორები
    Flashscore.ge