როგორ გაფლანგა "ბარსამ" 800 მილიონი 5 წელში?

  • 29-06-2020, 21:06
  • როგორ გაფლანგა "ბარსამ" 800 მილიონი 5 წელში?

    უკანასკნელად, "ბარსელონას" შემადგენლობა საგრძნობლად 2014 წლის ზაფხულში გაძლიერდა. მაშინ კატალონიელებმა ჯამში 165 მილიონი ევროს სანაცვლოდ გუნდში ივან რაკიტიჩი, ლუის სუარესი და მარკ ანდრე ტერ-შტეგენი მოიყვანეს.

    2014 წლიდან მოყოლებული კატალონიელებმა 800 მილიონი ევრო ისეთ ფეხბურთელებში გადაიხადეს, რომლებმაც არათუ გუნდის ლიდერობა, არამედ თავის დამკვიდრებაც ვერ მოახერხეს.

    2016 წლის ზაფხული: ანდრე გომეში, პაკო ალკასერი, სამუელ უმტიტი, ლუკა დინი, იასპერ სილესენი და დენის სუარესი "ბლაუგრანას" ჯამში 125 მილიონად შეუერთდნენ. ამჟამად კლუბში მხოლოდ უმტიტიღაა დარჩენილი, თუმცა ისიც არასტაბილურ მოთამაშედ იქცა.

    2017 წლის ზაფხული: უსმან დემბელე, ფილიპე კოუტინიო, პაულინიო, ნელსონ სემედუ, იერი მინა, ჟერარ დეულოფეუ და მარლონი კლუბს ჯამში 375 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდნენ. 

    2018 წლის ზაფხული: აღნიშნულ სატრანსფერო ფანჯარაზე კლუბში მალკომი, კლემან ლანგლე, არტური, არტურო ვიდალი და ხეისონ მურილიო 129 მილიონ ევროდ მოვიდნენ.

    2019 წლის ზაფხული: ზაფხულის უკანასკნელ სატრანსფერო ფანჯარაზე "ბარსამ" ფრენკი დე იონგი, ანტუან გრიზმანი, ნეტუ, ჟუნიორ ფირპო და ემერსონი 273 მილიონად დაიმატა.

    ჩამოთვლილი ფეხბურთელების უმეტესობას კატალონიურ კლუბში საკმაოდ ცუდი სეზონი ჰქონდა. თუმცა, არსებობენ გამონაკლისებიც, მაგალითად: პაულინიომ, ლანგლემ, ვიდალმა და სემედუმ კლუბში საკუთარი შესაძლებლობები თითქმის მაქსიმალურად გამოავლინეს. 

    შეძენილი ფეხბურთელების ასეთი დაბალი პროდუქტიულობა, რა საკვირველია, მოქმედი მენეჯმენტის შეცდომებსა და არასათანადო პროფესიონალიზმზე მიუთითებს და კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მომავალ არჩევნებზე "ბარსელონას" მმართველი საბჭო სრულიად სხვა შემადგენლობით შეიცვალოს.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 11 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    nika 54 Culé [?]

    30 ივნისი 2020 14:58

    ციტატა: zazala7
    ვინ დათვალა ეს მონაცემები? 2016 წლიდან 2019 წლის ჩათვლით 800 კი არა, 902 მილიონი გამოდის. ეტყობა ვიღაცის კალკურატორმა გაჭედა

    ალბათ გაყიდულების თანხა ჩამოაკლეს. მაგალითად პაულინიო 40-ად მოვიდა 50-ათ წავიდა.

    0
    გასულია
    Iniesta_8 ფანი [?]

    30 ივნისი 2020 13:24

    ამდენი ფეხბურთელი რომ ვერ ამართლებს ეს უკვე მწვრთნელის პრობლემაა

    0
    გასულია
    zazala7 Culé [?]

    30 ივნისი 2020 10:10

    ვინ დათვალა ეს მონაცემები? 2016 წლიდან 2019 წლის ჩათვლით 800 კი არა, 902 მილიონი გამოდის. ეტყობა ვიღაცის კალკურატორმა გაჭედა

    0
    გასულია
    katalomia ფანი [?]

    30 ივნისი 2020 09:55

    Treneroba tu ginda treneri gaxdi da gvecodineba mainc vistvis yidulob am igrokebs tuarada kitxe treners da tavisi gemovnebis igroki mouyvane razec pasuxismgebeli iqneba mere titonve treneri. Visa ki 1-2 sezoni gauvarda yvela barsashi moiyvana am chemisam aman.

    0
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    30 ივნისი 2020 09:39

    არტურს არ აცადეს თორე ეგეც გაამართლებდა დეიონგი შეიძლება ბოლომდე ვერ გაიხსნა მარა მაგის გარეშე ვხედავთ რა დომხალიც გვაქვს ცენტრში პაულინიომ ვიდლამა ლენგლემ სილესენმა და სემედუმ გაამართლეს დალშე ნეტუმ ორჯერ ითამაშა სულ და ვერაფერს დავასკვნით აი დანარჩენებმა კიდე მაგრად ჩაისვარეს

    0
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    levanoza ფანი [?]

    30 ივნისი 2020 01:50

    ციტატა: Iniesta. And messi
    არდა თურანი დაგავიწყდა. მოდი სიმართლე ვთქვათ ბევრი კარგი ტრანსფერი იყო მაგალითად გვინდოდა კოუ ვიყიდეთ გვინდოდა გეიზმანი ვიყიდეთ უბეალოდ მათ ვერ გაამართლებს ამით იმის თქმა კი არ მსურს რომ ბართო დავიცვა პირიქით მისი გაშვების მომხრე ვარ უბრალოდ ფეხბურთელები არიან ამაში დამნაშავეები

    ჩვენ გვინდოდაზე არაა საქმე. ჩვენ ფანები ვართ და თუ რომელიმე ფეხბურთელი მოგვწონს, ყველა რომ მოიყვანოს კლუბმა, უბრალოდ შეუძლებელია და გაუმართლებელი. იმიტომ ყავს კლუბს შესაბამისი პერსონალი, რომ სწორი პოლიტიკა აწარმოოს. 800 მილიონი ევრო, სულ მცირე თბილისის 2 წლის ბიუჯეტია და იმავე ბარსელონას 1 წლის (დაახლოებით) ბიუჯეტი. რაოდენ არაპროფესიონალი უნდა იყო, რომ ამხელა თანხა გააქრო ისე, ერთი ნორმალური ფეხბურთელი და მწვრთნელი ვერ შეიძინო! მე მგონი ხელმძღვანელობა კი არა საბავშვო ბაღია: კოუ მინდა, დემბუზა მინდა, გრიზმანი მინდა, შაშა მინდა და კიდევ კოლა. მიხო გამომრჩა კიდევ და მარო თავის ბოსტნიანად, თორემ მწყემსი ყავთ და ფეხბურთელები საბალახოდ გაშვებული ძროხები ჰგონია, რომლებიც რძეს უნდა იწველებოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მამრები არიან!

    3
    გასულია
    Arthur008 წევრი [?]

    29 ივნისი 2020 22:52

    De jongma sheidzleba bolomde ver achvena tavisi shesadzlebloba mara factia ro mis gareshe gunds ukve uchirs

    3
    გასულია
    CHEPE ფანი [?]

    29 ივნისი 2020 22:01

    ფუიი რასგავს ჩემი მგელს დააფეთებს რომ შეხვდეს..😏😏 BARTO UMRI TI SUKA😏😏😏

    1
    გასულია
    Iniesta. And messi წევრი [?]

    29 ივნისი 2020 21:57

    არდა თურანი დაგავიწყდა. მოდი სიმართლე ვთქვათ ბევრი კარგი ტრანსფერი იყო მაგალითად გვინდოდა კოუ ვიყიდეთ გვინდოდა გეიზმანი ვიყიდეთ უბეალოდ მათ ვერ გაამართლებს ამით იმის თქმა კი არ მსურს რომ ბართო დავიცვა პირიქით მისი გაშვების მომხრე ვარ უბრალოდ ფეხბურთელები არიან ამაში დამნაშავეები

    2
    გასულია
    me da barca Culé [?]

    29 ივნისი 2020 21:56

    მომავალ არჩევნამდე გუნდისგან არაფერი დარჩება, თორემ ეს ნაგავი წაეთრევა, რადგან არ აპირებს არჩევნებში მონაწილეობას. მე ის მადარდებს, რომ ამდენი სისაძაგლის გამო, რაც გუნდს გაუკეთა ნუთუ არ უნდა დაისაჯოს? კლუბი, რომ თითქმის გააკოტრა და გააფარჩაკა ამისთვის ვირის აბანოში უნდა უკრან თავი. გამოძიება უნდა, თორემ საამისო ბევრი ექნება გაკეთებული ამ მათხოვარს.

    6
    გასულია
    MARADONA1968 წევრი [?]

    29 ივნისი 2020 21:46

    სასწრაფოდ ვადამდელი არჩევნებია საჭირო! ბართო გასაშვებია კი არა, მოსაკვეთია კლუბიდან, რაც შეიძლება შორს!

    ბარსას ერთგულო გულშემატკივრებო, როგორმე ერთად მივაწვდინოთ ჩვენი ხმა, ჩვენი კლუბი სერიოზულად იძირება! სასწრაფოდ ვადამდელი არჩევნებია საჭირო, სწორი და მართებული ნაბიჯი. ჩვენ უფლება არ უნდა მივცეთ ბართუს ფარფაშს, ბოლო უნდა მოეღოს, ამ ყველაფერს!!!

    8
    პარტნიორები
    Flashscore.ge