ბარსელონა-ატლეტიკო: მატჩისწინა მიმოხილვა

ბარსელონა-ატლეტიკო: მატჩისწინა მიმოხილვა

ხვალ, "ბარსელონა" ლა ლიგის 33-ე ტურის მატჩს გამართავს. კატალონიელები მადრიდის "ატლეტიკოს" "კამპ ნოუზე" დაუპირისპირდებიან. "ბარსამ" პრიმერა დივიზიონში ჩატარებული ბოლო სამი შეხვედრიდან ორში ქულები დაკარგა და ტიტულისთვის ბრძოლაში მთავარ კონკურენტს ჩამორჩა, "ატლეტიკომ" კი, რომელიც ცხრილში მე-3 ადგილს იკავებს, თუმცა ჩემპიონობისთვის ვეღარ იბრძვის, უკანასკნელ 4 მატჩში გამარჯვება მოიპოვა. 

"ბარსელონას" განაცხადი

 სავარაუდო შემადგენლობები

WhoScored:

Sportsmole: ტერ შტეგენი; სემედუ, პიკე, ლანგლე, ალბა; ვიდალი, ბუსკეტსი, რაკიტიჩი; გრიზმანი, სუარესი, მესი

Barca Blaugranes: ტერ შტეგენი; სემედუ, პიკე, ლანგლე, ალბა; რაკიტიჩი, ბუსკეტსი, პუჩი; მესი, სუარესი, გრიზმანი

დანაკლისი

ბარსელონა: დემბელე, დე იონგი; რობერტო (საეჭვო)

ატლეტიკო: ვრსალკო, ერმოსო, კოკე, სავიჩი

სტატისტიკა

  • ესპანეთის ჩემპიონატში ჩატარებულ ბოლო 28 საშინაო მატჩში "ბარსელონა" დაუმარცხებელია
  • "ბარსელონამ" "კამპ ნოუზე" გამართულ ბოლო 4 თამაშში კარის მშრალად შენახვა მოახერხა
  • "ბარსას" უკანასკნელ 3 საშინაო შეხვედრაში, საშუალოდ, 2.5-ზე ნაკლები გოლი გავიდა
  • "ატლეტიკომ" ბოლო 3 მატჩის მოგება ერთბურთიანი სხვაობით მოახერხა

მხარეები მატჩის წინ

კიკე სეტიენი: "ატლეტიკოს" წინააღმდეგ მატჩი ყოვლთვის სირთულესთან ასოცირდება. მადრიდელები კარგად გამოიყურებიან. ახლა ყველა ტური ერთნაირად მნიშვნელოვანია". (სრულად). 

კირან ტრიპიერი: "ბარსელონა" ფანტასტიკური გუნდია. კონცენტრირება ჩვენს თავზე უნდა მოვახდინოთ. თამაშს მოუთმენლად ველით და ვეცდებით, 3 ქულა ავიღოთ".

მდგომარეობა ცხრილში

33-ე ტურის წინ "ბლაუგრანა" 69 ქულით სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილს იკავებს, ლიდერ მადრიდის "რეალს" კი 71 ქულა აქვს. "ატლეტიკო" 58 ქულით მე-3 პოზიციაზეა. 

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.