კიკე სეტიენის პრესკონფერენცია

კიკე სეტიენის პრესკონფერენცია

"ატლეტიკოსთან" დაპირისპირებამდე კიკე სეტიენმა პრესკონფერენცია გამართა.

მომდევნო მატჩი

"ატლეტიკოს" წინააღმდეგ მატჩი ყოვლთვის სირთულესთან ასოცირდება. მადრიდელები კარგად გამოიყურებიან. ახლა ყველა ტური ერთნაირად მნიშვნელოვანია". 

ლიონელ მესისთან ურთიერთობა

"უთანხმოება ყოველთვის შეიძლება წარმოიშვას. ცხოვრებას ყველა სხვადასხვა თვალით უყურებს. სრულიად ნორმალურია, რომ რაღაც საკითხებზე დავა გვაქვს".

არტურ მელო

"იმედი მაქვს, რომ სეზონის ბოლომდე სავსებით დაიხარჯება, როგორც მან ეს თანაგუნდელებს უთხრა. ეჭვი არ მეპარება, რომ ბრაზილიელი დასახულ მიზნებს თავს მთლიანად მიუძღვნის".

მდგომარეობა

"თავს ისე ვგრძნობ, როგორც აქ მოსვლის პირველ დღეს ვგრძნობდი და ბოლო დღემდე სწორედ ასე გაგრძელდება. ზოგჯერ, შედეგები ჩემზე არ არის დამოკიდებული, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ კარგ საქმეს ვაკეთებთ... დარწმუნებული ვარ, რომ ზოგიერთ ასპექტს ვაუმჯობესებთ. მოგებები წვრილმანებს ფარავს, წაგებებს კი ისინი სააშკარაოზე გამოაქვს".

"რეალის" ქულები

"ჩვენ მხოლოდ ჩვენივე ქულების კონტროლი შეგვიძლია. მთავარია, წინა დღეს დაშვებული შეცდომები გამოვასწოროთ. ვიმედოვნებ, რომ მოწინააღმდეგეები მეტ შანსს მოგვცემენ, თუმცა მხოლოდ საკუთარ თავზე უნდა ვიფიქროთ".

ანტუან გრიზმანი

"ანტუან გრიზმანის უთამაშებლობა? ყოველთვის შეგიძლიათ მკითხოთ, რატომ არ გამომყავს გრიზმანი, რიკი პუჩი, ანსუ ფატი და სხვები, რადგან სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ 11 კაცის ადგილია."

ლა ლიგაში არსებული სიტუაცია

"თუ ჩვენ მოვიგებთ და "რეალი" წააგებს, მათემატიკური გამოთვლებით, ტიტულისათვის შანსები გაგვეზრდება, თუ არა - შეგვიმცირდება. ეს რეალობაა... მთავარია, ყველა შეხვედრა ტრიუმფით დავასრულოთ და შემდეგ ვნახავთ, რა მოხდება".

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #9 29 ივნისი 2020 23:16
    0
    ციტატა: me da barca
    ყოველ ჯერზე ამას ამბობს, რომ შეცდომებზუ უნდა ვისწავლოთ და გამოვასწოროთ. ისმის კითხვა: რა გამოასწორე? არაფერი, და ვერც გამოასწორებ. ასე რომ წაი კუ*ა სახლში და შენს ფერმას მიხედე.

    მართლა მაინტერესებს ისე, პირადად შენ არ გეუბნები. სელტასთან თამაშში მართლა ვერაფერი დაინახეთ კარგი და გამოსწორებული? ეტყობა მე რომ დავინახე რაღაცეები ეს იმიტომ, რომ ჩაწეულ ტელევიზორში ვუყურებ და ამ ჩვენი გენიოსი კომენტატორებით არ ვინადგურებ ნერვებს. მე პირადად რაც სელტასთან ვისიამოვნე, ვალვერდეს ყველა მოგებული თამაში რო გააერთიანო არ აჯობებდა ამას. და სულ არ დამწყდა გული ასპასის გოლზე, გული გამისკდა ლამის, მარა გამეხარდა კიდევაც, ტიპმა შეასრულა, ძაან საყვარელი ტიპია.
    [?]
    #8 29 ივნისი 2020 17:24
    2
    მარტო ბოლო ფრაზისთვის არის გასაგდები. შოშაშვილის ფრაზა გააძრო :D

    მოკლედ მე ვფიქრობ ამან უნდა მიღოს მკაცრი ბრძანება ხელმძღვანელობაში თუ დარჩა ვინმე ნორმალური იმისგან რო მეტი დრო დაუთმოს ახალგაზრდებს. განწირული სეზონია მაინც, რაკიტიჩის ვიდალის ალბას და მაგათ თამაშით არაფერი გვემატება. პუჩი კოლიადო ფატი მორიბა აი ამათ დავტესტავდი და მივცემდი შანსებს, მონჩუ კიდე, ბარსა ბ-ეს ლიდერი. იქნებ ერთმა მაინც ისე გაისროლოს რო აღარ დაგვჭირდეს ტრანსფერებში მილიარდების ხარჯვა. რეალმა შარშან რო იყნოსა რო სეზონი განწირული იყო მთელი დრო დაუთმო ვალვერდეს, ვინის, სხვა ახალგაზრდებს და ფაქტია დღეს ორივე მნიშვნელოვანი წევრია გუნდის. თორე რაკიტიჩი ვიდალი გინდა გამოიყვანე გინდა არა, არც გუნდს აძლევენ არაფერს, არც ვითარდებიან და არაფერი
    გულშემატკივარი [?]
    #7 29 ივნისი 2020 16:21
    1
    Დაგერხა სეტიენ ააცვი ბარსადან წადი რა ისევ ნახირი როგორც მოსვლით გაგვახარე ისე წასვლით გაგვახარეო არ იცი ეს გამოთქმაა

    ციტატა: ana anukii
    იდიოტი და არაარაობააა გრიზმანს კაცი რომ ვერვგამოიყენებს არტურს რომ ვერ გამოიყენებს... ან რომელ გრიზმანზეა საუბარი სუარესს და მესის ვერ იყენებს... იდიოტურ ცვლილებებს რომ გააკეთებს როგორ შემაზიზღა თავი... როგორ აჩერებენ რატომ არ ყავს ბარსას პერესისნაირი პრეზიდენტი 🤬🤬🤬🤬

    Მაგან ნახირის გამოყენება იცის და მართლა ნახირს დაამსგავსა გუნდი ტანჰეგი ჩავი ან გვარდიოლა გვინდა ლიგაზე ვინმე შემტევი მწვრთნელი, თავხედი რა თქმა უნდა კარგი გაგებით შეტევას რომ არმოერიდება ეგეთი რა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 29 ივნისი 2020 16:08
    2
    ყოველ ჯერზე ამას ამბობს, რომ შეცდომებზუ უნდა ვისწავლოთ და გამოვასწოროთ. ისმის კითხვა: რა გამოასწორე? არაფერი, და ვერც გამოასწორებ. ასე რომ წაი კუ*ა სახლში და შენს ფერმას მიხედე.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 29 ივნისი 2020 16:03
    5
    შენი დრო ამოიწურა მეძროხე წადი და ბართომეუც თან გაიყოლე
    Andres_Iniesta
    სტუმარი [?]
    #4 29 ივნისი 2020 16:00
    0
    ლიონელ მესისთან ურთიერთობა
    "უთანხმოება ყოველთვის შეიძლება წარმოიშვას. ცხოვრებას ყველა სხვადასხვა თვალით უყურებს. სრულიად ნორმალურია, რომ რაღაც საკითხებზე დავა გვაქვს".


    შეგიდგა წყალი ბებერო?
    ფანი [?]
    #3 29 ივნისი 2020 15:56
    3
    ლიონელ მესისთან ურთიერთობა
    "უთანხმოება ყოველთვის შეიძლება წარმოიშვას. ცხოვრებას ყველა სხვადასხვა თვალით უყურებს. სრულიად ნორმალურია, რომ რაღაც საკითხებზე დავა გვაქვს"


    დარხეული გაქ ხო ხვდები თვითმარქვია ფერმერო
    --------------------
    ❤️ანსუ მანეეეე ბარსას მომავალი ჩემი ოქროს ბიჭუნა❤️riki puig and pedri the best talent❤️joan laporta is back❤️⚽ 🏆(no to racism)🏆
    Culé [?]
    #2 29 ივნისი 2020 15:46
    7
    იდიოტი და არაარაობააა გრიზმანს კაცი რომ ვერვგამოიყენებს არტურს რომ ვერ გამოიყენებს... ან რომელ გრიზმანზეა საუბარი სუარესს და მესის ვერ იყენებს... იდიოტურ ცვლილებებს რომ გააკეთებს როგორ შემაზიზღა თავი... როგორ აჩერებენ რატომ არ ყავს ბარსას პერესისნაირი პრეზიდენტი 🤬🤬🤬🤬
    Andres_Iniesta
    სტუმარი [?]
    #1 29 ივნისი 2020 15:44
    6
    ❗️ბარსა ბ-ს მწვრთნელი გარსია პიმიენტა სერიოზულად განიხილება სეტიენის შემცვლელად.

    პირველი არჩევანი ჩავია, თუმცა კლუბს ესმის რომ მისი დარწმუნება რთული იქნება.

    SER