რას გეგმავს "ბარსელონა" კიკე სეტიენთან დაკავშირებით

  • 29-06-2020, 13:15
  • რას გეგმავს "ბარსელონა" კიკე სეტიენთან დაკავშირებით

    Goal-ის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ "ბარსელონა" სეზონის დარჩენილ ნაწილში უსუსურად თამაშს განაგრძობს და ქულებს დაკარგავს, კიკე სეტიენს მწვრთნელის პოსტთან დამშვიდობება მოუწევს.

    კიკემ "ბლაუგრანასთან" იანვარში 2,5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა, თუმცა კლუბის სახელმძღვანელო შტაბს სხვა გეგმები აქვს.  

    დიდად უკმაყოფილონი არიან თავად ფეხბურთელებიც, რომლებიც "სელტასთან" ფრედ ჩატარებული მატჩის შემდეგ, გასახდელში თავკაცს დაუპირისპირდნენ.

    აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კიკე სეტიენი, ერნესტო ვალვერდეს გათავისუფლების შემდეგ, მწვრთნელის პოზიციის დასაკავებლად პირველი არჩევანი არ ყოფილა. "ბარსას" ხელმძღვანელობა ჯერ რონალდ კუმანსა და ჩავი ერნანდესს დაუკავშირდა და ორივესაგან მიღებული უარის შემდეგ, მათ "უკეთესი" არჩევანი არ დარჩათ.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    o.dembele11 წევრი [?]

    29 ივნისი 2020 19:53

    ციტატა: M10 S9 D11
    როგორ ვინატრო ლა ლიგის წაგება ამ მენახირის გაშვების გამო

    Ატლე გაგვაპობს

    1
    გასულია
    Albicelecte ფანი [?]

    29 ივნისი 2020 17:09

    დიდი ვარსკვლავთმწყვეტელი არ მყავს, ეს გასაგებია
    არც ახალაგზრდაა, რომ რისკიანი და ახალი იდები შემოიტანოს

    გინება არაა საჭირო, აშკარაა, რომ ამ დონის გუნდში არასდროს უმუშავია და თანაც ისეთ დროს მოუწია მოსვლა, რომ გუნდი კრიზისიდან იყო გამოსაყვანი

    დაემთხვა ფეხბურთელთა ტრამვები და ისიც, რომ მათი უმეტესობა (პიკე,ბუსი,რაკეტა,ვიდალი,ალბა,მესი,ჯეკა) კარგა ხანია, რაც 30 გადასცდა
    ესენი არიან ძირითადის ფეხბურთელები
    დემბელე,უმთითი ეს ორი დიდი ზარ-ზეიმით მოყვანილი ფრანგი აღმოჩნდნენ ქრონიკულ ტრამვიანები
    გრიზმანი კიდევ სრულიად შეუსაბამო გუნდის სათამაშო ფილოსოფიასთან
    რაც შეეხება არტურ მელოს, ის ფიზიკურად ძალზე სუსტია, 23 წლის ბიჭი ასე ვერ დარბოდეს და ასე მალე იღლებოდეს, იშვიათია და მისი შეტევითი და მეტოქის მეოდანზე პრესინგის ფუნქციები აშკარად მოიკოჭლებს

    მოიყვანეს ბრაითვაიტი, რომელიც მაინც საშუალო დონეა, ეს ერთადერთი ახალი ფეხბურთელი, რომელიც მისი მოსვლისას ჩაეწერა გუნდში
    გუნდის ცენტრი დატოვა დიდი იმედებით და ზარ ზეიმით, "ინიესტად" ნაყიდმა კოუტინიომ, ეხლა ტოვებს "ჩავიდ" ნაყიდი არტურ მელო

    შარშანდელი ენფილდის ფიასკოსგან ის დასკვნა დაგვრჩა, რომ აგრესიული და მაღალინტენსიური თამაშისათვის გუნდს ენერგია აღარ ეყო, საჭირო არის ახალი, გუნდის ფილოსოფიის მქონე და ნიჭიერი, ახალგაზრდა ფეხბურთელები

    ანსუსთვის და პუჩისთვის დროის მიცემა არ დაანებია, იმის ფონზე, რომ უკმაყოფილონი რჩებოდნენ ისინი, ვისი დროის განაწილებაც მათთვის უწევდათ (ვიდალი, რაკიტიჩი, გრიზმანი)
    შეეცადა, რომ ფლანგზე ფირპო გაეხსნა და ალბასთვის ტვირთი შეემსუბუქებინა (რასაც ალბა კეთილგანწყობილი ვერ შეხვდება და ვერ გაიგებს, რომ 31 წლის ასაკში საგრძნობლად მოკლებული აქვს, ამისთვის რომ სჯობს, 10-იანზე ჩაატაროს 10 დან 5-6 მატჩი, ვიდრე 6-იანზე ყველა შეხვედრა და გუნდმა ამისთვის ქულები დაკარგოს)
    შეეცადა მეტად დაეტვირთა სემედო, რადგან რობერტო ვიცე კაპიტანია და მისი ამოგდება შემადგენლობიდან იოლი არ იყო, მაინც ისარგებლა რობერტოს ტრამვით

    ვერაფერს ხდება პიკეს შემთხვევაში, რადგან პიკეს აშკარად მოკლებული აქვს და მისი სკამზე დასმა ან "მიკაჩავება" დიდ არეულობას გამოიწვევს, არც მისი სრულფასოვანი შემცვლელი ჰყავს ახალგაზრდა თაობის, რომ კორექტივები შეეტანა
    თავის დროზე ძალიან ცუდად გაუშვეს მარკ ბარტრა, რომელიც ამოითცვალწუნა ყველამ იმის გამო, რომ ცენტრალურ მცველს ფლანგზე გარეთ ბეილი გაექცა?!?!?! და მაგ დოღის ცხენს რომ ვერ დაეწია, ეგ აღმოჩნდა მისი გაშვების მიზეზი (ყველამ დაივიწყა იმავე მატჩში მისი გატანილი მშვენიერი გოლი)
    ენფილდზე რომ ყველა გოლი პიკეს ზონიდან გავიდა, ეგ არაფერი ხომ? მაგრამ მადრიდის რეალის ყველაზე დიდი მოძულე და მტერია, მაგის გაბენჩებით ხომ პერესის და მადრიდისტების გულს გაახარებს?
    ცენტრში დე იონგიც ისეთ დროს დაიმტვრა, როცა ყველაზე მეტად იყო საჭირო, გუნდის ცენტრი ზანტი ბებრების დასასვენებელი ადგილი გახრა და მესის ჩავის,ინის და თავისი ფუნქციების შესრულება ერთად უწევს...

    +2 კაცი კიდევ ახალგაზრდული სისტემიდან და +2 კარგი ტრანსფერი, ამას დამატებული უკვე ნაყიდი ტრინკაო და გუნდის თამაშზე ეს აუცილებლად აისახება

    4
    გასულია
    ana anukii ფანი [?]

    29 ივნისი 2020 15:54

    უბედურება ისაა რომ არტური მაინც ამ ყველაფერს ეწირება... :/ ამას საღად მოაზროვნე არცერთი მწრთვნელი არ გაუშვებდა

    1
    გასულია
    neymar-jr.. ფანი [?]

    29 ივნისი 2020 15:26

    ჰოდა იმედია ატლეტიკოც მოგვიგებს რო საბოლოოდ დასამარდეს კიკე და მისი ფერმა
    ეს რა დღეში ჩაგვყარა ბართომეუმ საკუთარი გუნდის წაგება რო გაგახარებს კაცს რათა მოხდეს ცვლილებები სადამდე დაეცა კლუბი მაგ ფეხბურთის ბიძინა ივანიშვილის ხელში

    6
    --------------------
    ❤️ანსუ მანეეეე ბარსას მომავალი ჩემი ოქროს ბიჭუნა❤️riki puig the best talent❤️⚽ 🏆(no to racism)🏆
    გასულია
    me da barca Culé [?]

    29 ივნისი 2020 15:13

    ციტატა: jack slater
    Каталонская «Барселона» уволит наставника Кике Сетьена по окончании сезона, передает Goal.com.

    Отмечается, что специалист не смог наладить контакт с игроками команды, а также упустил первое место в турнирной таблице чемпионата Испании.

    Наставник имеет шанс остаться в клубе, если выиграет Лигу чемпионов или Примеру.

    В Ла Лиге сине-гранатовые занимают второе место, набрав 69 очков.

    Ранее у футболистов «Барселоны» произошел конфликт с Сетьеном после матча с «Сельтой».

    ისღა დაგვრჩენია ბარსას წაგება ვისურვო. ზღაპარია ის, რომ ეს ჩობანი რომელიმეს მოიგებს, მაგრამ შემთხვევით რეალის დამსახურებით, რომ გავარდნით მოიგოს ლა ლიგა, ესეთ მოგებას მირჩევნია ეს გააგდონ და ბართოც უკან მიყვეს

    1
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    29 ივნისი 2020 13:42

    როგორ ვინატრო ლა ლიგის წაგება ამ მენახირის გაშვების გამო

    3
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    Iniesta. And messi წევრი [?]

    29 ივნისი 2020 13:23

    ისე მიდის საქმე კიკეს დიდი დრო არ უწერია რაც რა თქმა უნდა კარგი იქნება გუნდისთვის

    3
    პარტნიორები
    Flashscore.ge