არტური ბარსელონაში დაბრუნდა

  • 29-06-2020, 00:56
  • არტური ბარსელონაში დაბრუნდა

    ტურინში სამედიცინო შემოწმების წარმატებით გავლის შემდეგ, არტურ მელო კვლავ ბარსელონაში ჩაფრინდა. ბრაზილიელი ნახევარმცველი ხვალ "ბლაუგრანასთან" ერთად სავარჯიშო სესიას გამართავს.

    RAC1-ის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ არტური "ბარსელონას" მოპყრობით ნაწყენია, აპირებს, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მაისურში სეზონი ჩვეულებრივად დაასრულოს.

    გავრცელებული ცნობების საწინააღმდეგოდ, ფეხბურთელს ჩემპიონთა ლიგაზე "აღარ თამაში" არ მოუთხოვია.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    თეგები: არტური
    კომენტარები [ 4 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    nika 54 Culé [?]

    29 ივნისი 2020 14:03

    "გავრცელებული ცნობების საწინააღმდეგოდ, ფეხბურთელს ჩემპიონთა ლიგაზე "აღარ თამაში" არ მოუთხოვია"
    ღმერთო ნუ მიწყენ და, იმედია ისეთ ტრავმას მიიღებს, რომ იუვეს იმას დამართებს რაც ჩვენ დემბელემ დაგვმართა. ალბათ ღირსები ვიყავით დემბელეს ძალით წამოყვანის გამო, დიდი იმედია იუვეც მაგრად გამწარდება ბართომეუსთან ერთად იმაზე რაც ბარსას წინააღმდეგ ცაიდინეს.

    0
    გასულია
    ფლოკი წევრი [?]

    29 ივნისი 2020 12:20

    რიკი პუჩი არტურზე ბევრად (განუზომლად!) დიდ კვალს დატოვებს, პირველ რიგში რასაც არ უნდა მოკიდო ხელი მთავარია მენტალობა, ხასიათი ,მიზანდასახულობა, გამბედაობა ,საკუთარი სტილის ქონა, არტურს არაფერი არ ჰქონდა ზემოთ ჩამოთვლილღაგან, რაც შეეხება რიკის ბევრად უფრო ლაღი ფეხბურთელია და მისი თამაშის წაკითხვა მეტოქისთვის ბევრად უფრო რთული იქნება, ამ ხავის მიმბაძველზე* ყველამ იცოდა როგორ მოიქცეოდა ამიტომ არ გამოსდიოდა არაფერი, მაგრამ მაინც წარმატებები მას

    0
    გასულია
    ფარნა გულშემატკივარი [?]

    29 ივნისი 2020 12:13

    წარმატებები არტურ ამ სეზონის ჩამთავრებაშიც და იუვენტუსში მომავალ სეზონებში რონალდუ გელოდება შენ ხარ ფეხბურთელი რომელიც იტყვის რომ კარიერაში ისეთ მონსტრებთან ითამაშა როგორიც მესი და რონალდუ არიან თავი ღირსეულად აწიე არტურ ბარსა დაუნახავი გახდა შენი მატჩების მე მჯერა რომ ინანებენ რო ნახავენ რა მაგრა ითამაშებ სერია ა და ჩემპ ლიგაზე იუვეს მაისურით

    0
    გასულია
    InFiNiTe8 გულშემატკივარი [?]

    29 ივნისი 2020 10:04

    მეტი დრო რიკის! ძაან კაი ბიჭია, მჯერა ეგ და დე იონგი რაღაც კარგს შექმნიან...

    2
    პარტნიორები
    Flashscore.ge