ფონტი არტური-პიანიჩის გაცვლაზე: კლუბის მდგომარეობა საგანგაშოა

ფონტი არტური-პიანიჩის გაცვლაზე: კლუბის მდგომარეობა საგანგაშოა

გავლენიანი სპორტული გამოცემების, მათ შორის Marca-ს ინფორმაციით, ბრაზილიელმა ნახევარმცველმა, არტურმა, ტურინის "იუვენტუსთან" შეთანხმებას უკვე მიაღწია და ტრანსფერის დასრულებამდე მხოლოდ მისი გაოფიციალურებაა დარჩენილი. "ბარსელონა" მის სანაცვლოდ "იუვედან" მირალემ პიანიჩს დაიმატებს. 

"ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატი ვიქტორ ფონტი ტრანსფერს ეხმაურება და რა თქმა უნდა კლუბის ხელმძღვანელების მუშაობას უარყოფითად აფასებს. 

"ეს შეთანხმება, რომელიც გარდაუვალი ჩანს, კლუბის რეალურ მდგომარეობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. მდგომარეობა საგანგაშოა, "ბარსას" სპორტული პროექტი შეუმდგარია, ფინანსურ მდგომარეობას კი კოლაფსი ემუქრება. 

ეს ტრანსფერი კიდევ ერთხელ ნათლად გვაჩვენებს, რომ ბორდის წევრების აბსოლუტური პრიორიტეტი თავიანთი ანგარიშების გარანტიების სისტემით დაბალანსებაა, რაც ძალიან დამაზიანებელია. პრობლემები პანდემიამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო. 

შარშან, სილესენი და ნეტუ გაცვალეს, წელს კი თავიდან მოიშორეს ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელიც გუნდის სტრატეგიაში ჯდებოდა და სპორტული პროექტის არარსებობაში ისევ დაგვარწმუნეს. სავარაუდოდ, ეს გაცვლა ფინანსურ ზიანს მოიტანს, თანაც ფეხბურთელი, რომელსაც იმატებენ, კარიერის დასკვნით ეტაპს უახლოვდება. 

ჩვენ გვაწუხებს ის, რომ გუნდის ინტერესებზე წინ იმ ხალხის ინტერესები დგას, რომლებიც კლუბს სათავეში უდგანან". - ციტირებს Marca ფონტის სიტყვებს. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #5 29 ივნისი 2020 07:55
    1
    მერე არჩევნებს რას ელოდებით? მოაგროვეთ ხელმოწერები და ამოაყ...სთავეთ ეგ აჩკარიკა დედამოხნული, ეგ პერესის ჩანერგილი აგენტი, გუნდის მტერი.
    Culé [?]
    #4 29 ივნისი 2020 02:03
    1
    რა არჩევნები, გაისად რომაა? ხუმრობთ? ეს ხელმღვანელობა ივლისს არ უნდა გასცდეს, თორემ ათწლიანი ფსკერზე ჯდომა გარანტირებული გვაქვს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 29 ივნისი 2020 01:06
    0
    ლაპორტამ თუ ვერ გაიმარჯვა არჩევნებში დავიღუპებით
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    aleqsa
    სტუმარი [?]
    #2 28 ივნისი 2020 23:59
    0
    Arturi gaoficialurdao da martalia?
    Andres_Iniesta
    სტუმარი [?]
    #1 28 ივნისი 2020 23:58
    1
    იმედია ეს ან ლაპორტა მოიგებს

    და ყველაფერი სწორი თქვა

    გამოდის რო არანაირი გეგმა არ აქვს.