ოფიციალურად: კონრად დე ლა ფუენტემ ახალი კონტრაქტი გააფორმა

  • 28-06-2020, 21:22
  • ოფიციალურად: კონრად დე ლა ფუენტემ ახალი კონტრაქტი გააფორმა

    "ბარსელონას" ერთ-ერთმა იმედისმომცემმა ფეხბურთელმა, კონრად დე ლა ფუენტემ, კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.

    "ბლაუგრანას" ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ახალგაზრდა შემტევმა ახალი ხელშეკრულება გააფორმა, რომლის მიხედვითაც ის კლუბში 2022 წლამდე დარჩება. კონტრაქტი კიდევ ორი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობას ითვალისწინებს. 18 წლის ამერიკელი მოთამაშის გამოსასყიდი თანხა "ბარსელონა ბ-ში" 50 მილიონი იქნება, მისი პირველ გუნდში დაწინაურების შემთხვევაში კი იგი 100 მილიონამდე გაიზრდება.

    "ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მსოფლიოს საუკეთესო კლუბში ვრჩები. ყოველთვის ვოცნებობდი პირველ გუნდში თამაშზე. ამიტომ მინდა აქ დარჩენა, რათა ამის მიღწევას შევეცადო.

    ახლა ჩემი მთავარი მიზანი "ბარსა ბ-სთან" ერთად სეგუნდა დივიზიონში აღზევებაა.

    გარსია პიმიენტა ძალიან კარგი მწვრთნელია. მისი ხელმძღვანელობით 19-წლამდელთა გუნდში უკვე მითამაშია", - ციტირებს კონრად დე ლა ფუენტეს სიტყვებს "ბარსას" ოფიციალური საიტი.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    სპარტაკი გულშემატკივარი [?]

    1 ივლისი 2020 02:56

    ეს კარგი იგროკია და იმედი მაქვს დიდი ფეხბურთელიც გახდება.. მომწონს მისი მოტივაცია ..

    1
    გასულია
    NEYBarca ფანი [?]

    28 ივნისი 2020 21:43

    კარგი ტალანტია მარა ჩვენი ტრენერის პირობებში ტალანტები კიარა მესი ვერ თამაშობს...

    1
    გასულია
    neo222 Culé [?]

    28 ივნისი 2020 21:25

    Pirvelad gavige.midi zmao midi

    0
    --------------------
    ❤️❤️❤️ ილია ჭავჭავაძე ❤️❤️❤️
    ❤️ლელთ ღუნია:"ადრიდა ავად თუ კარგად ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს,მით იყვის უკედ."❤️
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV