იაგო ასპასი: “ბარსელონასთან” გადარჩენისთვის ვიბრძოდით, შედეგით ყველა კმაყოფილი უნდა იყოს

იაგო ასპასი: “ბარსელონასთან” გადარჩენისთვის ვიბრძოდით, შედეგით ყველა კმაყოფილი უნდა იყოს

"სელტას" ესპანელმა ფორვარდმა, იაგო ასპასმა, "ბარსელონასთან" მატჩის შემდეგ (2-2) კომენტარი გააკეთა. 

"მეკარეების მწვრთნელებთან ერთად "ბარსელონას" კედელი შევისწავლეთ, თუ როგორ იწყებოდა ნახტომი. ამ ადამიანებს მადლობა უნდა გადავუხადო. 

ძელსა და პოზიციას შორის ხარვეზი დავინახე, სადაც გრიზმანი იდგა, სწორედ ამიტომაც, ამ მიმართულებით დავარტყი. 

უბრალოდ სიგიჟეა, როდესაც "ბარსელონას" წინააღმდეგ გადარჩენისთვის ვიბრძვით, თამაშის შემდეგ კი ვინმე შედეგით უკმაყოფილოა. შესანიშნავი მეორე ტაიმი ჩავატარეთ, მომენტები კი პირველ ნახევარშიც გვქონდა, თუმცა ჩვენი გუნდი თავს კომფორტულად ვერ გრძნობდა, მეორე ტაიმში ყველაფერი შეიცვალა.

მეორე გოლის ეპიზოდში შეცდომა დავუშვით, შემდგომ გავათანაბრეთ, მიწურულში "სელტას" თამაშის მოგებაც შეეძლო. ბოლო პერიოდში გუნდმა 12 შესაძლო ქულიდან 8 მოიპოვა." - ასპასის სიტყვებს Mundo Deportivo ციტირებს. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    გულშემატკივარი [?]
    #1 28 ივნისი 2020 13:15
    0
    რეალურად ინდა ვთქვათ რომ თამაშიდან გამომდინარე ჩვენ კმაყოფილები უნდა ვიყოთ ბინაიდან თუ ვინმეს მატჩის მოგება შეეძლო ეს სელტაა. სელტაზეც მინდა ვთქვა ერთი ორი სიტყვა კარგია რომ ბოლო დროს მოუმატა თითქმის შეუძლებელია ეს გუნდა გავარდეს რაც ლა ლიგისთვისაც უკეთესია