ბომბარდირთა დავაში მესი დაწინაურდა

ბომბარდირთა დავაში მესი დაწინაურდა

გუშინ გაიმართა ესპანეთის ჩემპიონატის 24-ე ტურის მატჩები. ”ბარსელონამ” სტუმრად ბილბაოს ”ატლეტიკი” მიიღო და დაამარცხა, ანგარიშით 2:1.

პირველი გოლი თამაშის მეოთხე წუთზე დავიდ ვილიამ გაიტანა. საგოლე გადაცემის ავტორი დანი ალვესია. მიმდინარე სეზონში ვილიამ რიგით მეთექვსმეტე გოლი მიითვალა საკუთარ ანგარიშზე. ”ბარსელონელთა” მეშვიდე ნომერი ბომბარდირთა დავაში მესამე პოზიციაზე იმყოფება.

კატალონიელების მხრიდან მეორე გოლი ლიონელ მესიმ, თამაშის 77-ე წუთზე გაიტანა. შედეგად ის დაწინაურდა და 25 გოლით ბომბარდირთა სიის სათავეში მოექცა. მეორე ადგილზეა მადრიდის ”რეალის” ნახევარმცველი, კრიშტიანუ რონალდუ. მიმდინარე სეზონში მან ოცდაოთხჯერ აიღო მეტოქეთა კარი.

”პიჩიჩის” კანდიდატთა ხუთეული ასე გამოიყურება:

1. ლიონელ მესი  -  25   (21 ჩატარებული მატჩი)           

2. კრიშტიანუ რონალდუ  - 24 (24 ჩატარებული მატჩი)

3. დავიდ ვილია - 16 (23 ჩატარებული მატჩი)

4. ლიორენტე - 13 (24 ჩატარებული მატჩი)

5. პედრო როდრიგესი - 12 (24 ჩატარებული მატჩი)

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.