ხრისტო სტოიჩკოვი: რიკელმეს წარუმატებლობა იდიოტი ვან გაალის ბრალია

ხრისტო სტოიჩკოვი: რიკელმეს წარუმატებლობა იდიოტი ვან გაალის ბრალია

"ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი, ხრისტო სტოიჩკოვი, Radio Impacto de Cordoba-ს ხუან რომან რიკელმეს კატალონიური კარიერის შესახებ ესაუბრა.

იგი რიკელმეს "ბარსელონაში" წარუმატებელ თამაშს ლუი ვან გაალს უკავშირებს.

"რატომ ვერ მიაღწია რიკელმემ "ბარსაში" ტრიუმფს? იმიტომ, რომ ისეთი იდიოტი მწვრთნელი ჰყავდა, როგორიც ვან გაალია. ეს ყველასთვის ნათელია, არა?

ვან გაალი მას არასწორად ათამაშებდა. მიუხედავად ამისა, პირველ სეზონში მისი გოლებისგან, პასებისგან, თამაშისა და მოძრაობისგან სიამოვნებას ვიღებდი.

უნდა ვაღიაროთ, რომ მან [ვან გაალმა] კარგი რაღაცებიც გააკეთა, თუმცა მისმა სულელურმა გადაწყვეტილებებმა ფეხბურთში ბევრი იმსხვერპლა.

ერთხელ, გასახდელში შემოვიდა და გვითხრა, რომ იქ ზედმეტი "კრუიფიზმი" იყო. ვიფიქრე, სად შენ და სად იოჰანი", - თქვა 54 წლის სტოიჩკოვმა.

ნიდერლანდელი სპეციალისტი "ბლაუგრანას" 1997-2000 და 2002-2003 წლებში წვრთნიდა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #5 26 ივნისი 2020 20:51
    2
    მაგ ღლემ რივალდო უფასოდ გაუშვა გუნდიდან მარტო მაგიტომაა გასატ"ნავი
    Culé [?]
    #4 26 ივნისი 2020 18:22
    1
    ციტატა: M10 S9 D11
    ვან გალიის ტრენერობა მივაცენზურე მე

    Xoo aba sad sheudzlia vangaals treneroba 😂😂😂
    გულშემატკივარი [?]
    #3 26 ივნისი 2020 18:05
    2
    ვანგაალი არის პიროვნება რომლის დროსაც დებიუტი ქონდა ინიესტას რა იცით რომ არა ვან გაალი რა ბედი ეწეოდა ანდრესს მე პირადად დიდ პატივს ვცემ მას
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 26 ივნისი 2020 17:45
    4
    ვან გალიის ტრენერობა მივაცენზურე მე
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    [?]
    #1 26 ივნისი 2020 17:28
    3
    მაგარი რთულია ვან გაალის ტიპის ადამიანთან ურთიერთობა. ჯიუტია და თან მოძველებული უკვე