ლიონელ მესის საუკეთესო თანაგუნდელთა TOP 10

  • 24-06-2020, 17:18
  • ლიონელ მესის საუკეთესო თანაგუნდელთა TOP 10

    "ბარსელონას" არგენტინელი ვარსკვლავი ლიონელ მესი 33 წლის გახდა. იგი ბლაუგრანას პირველ გუნდში 2004 წლიდან თამაშობს. ამ პერიოდის განმავლობაში მესის არაერთ თანაგუნდელთან მოუწია თამაში. Bleacher report football-ზე დაყრდნობით წარმოგიდგენთ იმ 10 ფეხბურთელს, რომლებთანაც მესი ყველაზე კარგად იყო შეთამაშებული.

    ხავიერ მასკერანო (არგენტინა 2005-2018, "ბარსელონა" 2010-2018; 413 მატჩი)

    მასკერანო მესამეა იმ ფეხბურთელებს შორის, რომელთაც მესისთან ერთად ყველაზე მეტი შეხვერდა აქვთ ჩატარებული. 2005 წლიდან ისინი ერთად თამაშობდნენ არგენტინის ნაკრებში, 2010-2018 წლებში კი საკლუბო დონეზეც თანაგუნდელები იყვნენ.

    ჟორდი ალბა (2012-დღემდე; 290 მატჩი)

    2012 წლიდან მოყოლებული ლიონელ მესისა და ჟორდი ალბას 291 შეხვედრა აქვთ ჩატარებული. წლებია მესისა და ალბას ურთერთგაგება "ბარსელონასთვის" გადამწყვეტ როლს თამაშობს. ალბას მიერ საჯარიმოში გაკეთებული გადაცემა მესის მისდის, ეს უკანასკნელი კი მას მეტოქის კარისკენ გზავნის.

    რონალდინიო (2004-2008; 80 მატჩი) 

    მართალია, მესისა და რონალდინიოს ერთად მხოლოდ 80 შეხევდრა აქვთ ჩატარებული, თუმცა ესეც საკმარისი აღმოჩნდა ორ ფეხბურთელს შორის საოცარი კავშირის დასამყარებლად. მესის თქმით, რონალდინიო მას პირველ გუნდთან ადაპტაციაში ეხმარებოდა.

    ჩავი (2004-2015; 399 მატჩი)

    2004-15 წლებში ჩავი ერნანდესსა და ლიონელ მესის ერთად 399 თამაში აქვთ ჩატარებული. მესისა და ჩავის ურთიერთგაგება თითქოს ბუნებრივი იყო. ისინი მოედნის ნებისმიერ წერტილში ერთმანეთს გრძნობდნენ და ხედავნდენ; მათი კომბინაციები მეტოქისთვის მომაკვდინებელი იყო.

    ნეიმარი (2013-2017; 161 მატჩი)

    ლიონელ მესიმ ნეიმარსა და სუარესთან ერთად ერთ-ერთი უძლიერესი შემტევი ტრიო ჩამოაყალიბა. ბრაზილიელთან მესიმ 161 მატჩში ითამაშა. მათ არაჩეულებრივი ურთიერთობა ჰქონდათ როგორც მოედანზე, ისე მის ფარგლებს გარეთაც. მესი ცდილობდა ნეიმარს თვითრეალიზაციაში დახმარებოდა. დუეტის დრიბლინგი და პასები მეტოქეს თავბრუს ახვევდა, ამიტომაც წესების დაცვით მათი შეჩერება თითქმის წარმოუდგენელი იყო.

    პედრო (2008-2015; 270 მატჩი)

    "ბარსელონაში" პედრო საკვანძო ფეხბურთელად არასდროს ითვლებოდა, თუმცა მასსა და მესის შორის საოცარი ურთიერთგაგება არსებობდა. იგი ჭკვიანურად იყენებდა არგენტინელის მიერ შექმნილ სივრცეებს და არაერთ მნიშვნელოვან თამაშში გაჰქონდა. მათ შორისაა 2011 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ.

    სერჟიო ბუსკეტსი (2008-დღემდე; 515 მატჩი) 

    მართალია, ბუსკეტსსა და მესის შორის მოედანზე დისტანციაა, თუმცა ისინი სწრაფად პოულობენ ერთმანეთსს. უკვე ათწლეულზე მეტია ესპანელი არგენტინელთან ერთად ასპარეზობს. 

     

    ანდრეს ინიესტა (2004-2018; 498 მატჩი)

    ინიესტასთან ერთად "ბარსელონას" გამორჩეულ წყვილებს შორის ყოველთვის ჩავის მოიხსენიებენ. თუმცა მესისა და "ელ ილუზიონისტას" დუეტი არანაკლებ გამორჩეული იყო. თითქოსდა ტელეპატიური ნიჭის წყალობით ისინი მოედნის ნებისმიერ წერტილში ერთმანეთს გრძნობდნენ. ცენტრში ან მარცხენა ფლანგზე მყოფი ინიესტა მესის გრძელ, გამჭოლ პასებს უკეთებდა. მოედნის სიღრმეში კი მეტოქეს მოკლე და სწრაფი გადაცემებით აბნევდნენ.

    ლუის სუარესი (2014-დღემდე; 248 მატჩი)

    ლუის სუარესის "ბარსელონაში" გადმოსვლის შემდეგ ბევრი მსჯელობდა, თუ რამდნად შეეწყობოდა არგენტინელი და ურუგვაელი ერთმანეთს. შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. 2018 წელს ლუის სუარესმა დანი ალვესის რეკორდიც კი გააუმჯობესა. მან ლიონელ მესის 27 საგოლე გადაცემა გაუკეთა.

     

    დანი ალვესი (2008-2016; 349 მატჩი)

    ყველაზე გამორჩეული მაინც მესისა და დანი ალვესის დუეტი იყო. ისინი მარჯვენა ფლანგს სრულად განაგებდნენ და მეტოქისთვის პრაქტიკულად შეუჩერებელი იყვნენ. ხშირად ალვესი მესის დაცვით ფუნქციებსაც ითვისებდა და არგენტინელს საშუალებას აძლევდა მხოლოდ შეტევაზე ყოფილიყო ორიენტირებული. ბრაზილიელმა კლუბი 2016 წელს დატოვა, მას შემდეგ კი "ბარსელონა" ალვესის შემცვლელს უშედეგოდ ეძებს.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 10 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Iniesta. And messi წევრი [?]

    24 ივნისი 2020 21:43

    კუნ აგუეროც უნდა იყოს ჩემი აზრით. ასეთ საოცარ ფეხბურთელებთან რომ თამაშობდა იმიტომაც არ ქონდა ზედმეტი წნეხი ლეოს

    1
    გასულია
    MESSI 2017 ფანი [?]

    24 ივნისი 2020 20:40

    ციტატა: M10 S9 D11
    ციტატა: gio 001
    ციტატა: M10 S9 D11
    ეხლა მოგვცა ხავი ინიესტა დინიო და ალვეში დაგვიდგეს ნალუბოი

    ანრიზეც არ ვიტყოდი უარს

    შტეგენი
    ალვეში პიკე პუიოლი ალბა
    ხავი ბუსკეცი ინიესტა
    მესი სუარესი რონალდინიო

    უნაკლო კამანდაა

    პუიოლი ხავი და ინიესტაც რომ.იყსო ასეთ დღრში არბიქნებოდით მითუმეტეს პუიოლი რომ.იყოს ზოგს ტრაკს დააყ3ნებინებდა

    0
    გასულია
    rijkaard გულშემატკივარი [?]

    24 ივნისი 2020 20:13

    ნეიმარ ფუ შენი შენ ხო კაცი არ ხარ და არც არასდროს იქნები ჩემ თვალში. რა გუნდი დატოვა და სად წავიდა უკანალში. რა ნიჭი გაფლანგა უაზროდ დრო უკან აღარ ბრუნდება აწი მარტო სახელია ეს.

    1
    საიტზეა
    Iniesta_8 ფანი [?]

    24 ივნისი 2020 19:26

    ალვეშის და მესის ნაირი ფლანგის დუეტი მე არ მახსენდება. ორივე საუკეთესო იყოს თავის პოზიციაზე წლობით

    3
    გასულია
    Messiah ფანი [?]

    24 ივნისი 2020 18:50

    ციტატა: M10 S9 D11
    ციტატა: gio 001
    ციტატა: M10 S9 D11
    ეხლა მოგვცა ხავი ინიესტა დინიო და ალვეში დაგვიდგეს ნალუბოი

    ანრიზეც არ ვიტყოდი უარს

    შტეგენი
    ალვეში პიკე პუიოლი ალბა
    ხავი ბუსკეცი ინიესტა
    მესი სუარესი რონალდინიო

    უნაკლო კამანდაა


    რონალდინიოს ნაცვლად ანრი და ეგაა

    1
    --------------------

    ForçaBarça
    გასულია
    gio 001 წევრი [?]

    24 ივნისი 2020 18:48

    ციტატა: M10 S9 D11
    ციტატა: gio 001
    ციტატა: M10 S9 D11
    ეხლა მოგვცა ხავი ინიესტა დინიო და ალვეში დაგვიდგეს ნალუბოი

    ანრიზეც არ ვიტყოდი უარს

    შტეგენი
    ალვეში პიკე პუიოლი ალბა
    ხავი ბუსკეცი ინიესტა
    მესი სუარესი რონალდინიო

    უნაკლო კამანდაა

    ხო რა თქმა უნდა მაგრამ ანრიც ისეთია რომ ჩEმთვის ისტორიაში მინიმუმ 10 საუკეთესო ფეხბურთელში შედის და რავი ეგეც რომ ჩავსვათ ვინმეს ნაცვლად არც მაშინ იქნება უნაკლო გუნდი

    0
    გასულია
    Don_Andresito [?]

    24 ივნისი 2020 18:24

    ისე ჩავის 1 და ინის 2 თამაში დააკლდა ლეოსთან ერთად მრგვალ საიუბილეო ციფრებამდე

    0
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    24 ივნისი 2020 17:46

    ციტატა: gio 001
    ციტატა: M10 S9 D11
    ეხლა მოგვცა ხავი ინიესტა დინიო და ალვეში დაგვიდგეს ნალუბოი

    ანრიზეც არ ვიტყოდი უარს

    შტეგენი
    ალვეში პიკე პუიოლი ალბა
    ხავი ბუსკეცი ინიესტა
    მესი სუარესი რონალდინიო

    უნაკლო კამანდაა

    4
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    gio 001 წევრი [?]

    24 ივნისი 2020 17:42

    ციტატა: M10 S9 D11
    ეხლა მოგვცა ხავი ინიესტა დინიო და ალვეში დაგვიდგეს ნალუბოი

    ანრიზეც არ ვიტყოდი უარს

    0
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    24 ივნისი 2020 17:40

    ეხლა მოგვცა ხავი ინიესტა დინიო და ალვეში დაგვიდგეს ნალუბოი

    0
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV