დე იონგი "ბარსას" სამედიცინო შტაბს არ ენდობა

დე იონგი "ბარსას" სამედიცინო შტაბს არ ენდობა

ერთ-ერთი კატალონიური წყაროს, TV3-ის, ცნობით, "ბარსელონას" ფეხბურთელები კლუბის სამედიცინო შტაბზე გაბრაზებულნი არიან და ამის ერთ-ერთ დასტურად დე იონგის შემთხვევასაც მიიჩნევენ.

მთავარი გუნდის რამდენიმე წევრს აქვს იმის ეჭვი, რომ ექიმები ზოგჯერ არასწორ დიაგნოზს სვამენ და ფეხბურთელებს შეუფერებელ სარეაბილიტაციო კურსს უნიშნავენ.

ფრენკი სამკურნალოდ ნიდერლანდებში წასვლას და სარეაბილიტაციო კურსის ნაკრების ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ გავლას აპირებს.

გავრცელებული ჭორების თანახმად, ის კატალონიელ ექიმებს კანჭის ტრავმაზე დასმული არასწორი დიაგნოზის შემდეგ აღარ ენდობა.

TV3-ის ინფორმაციით, ჰოლანდიელი ნახევარმცველი ერთადერთი ფეხბურთელი არაა, რომელიც ადგილობრივი ექიმების მიმართ უარყოფითადაა განწყობილი.

მაგალითად, უსმან დემბელე და სამუელ უმტიტი სამკურნალოდ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის მეთვალყურეობით, ყატარში იყვნენ წასულები.

დე იონგმა ბოლო ტრავმა 13 ივნისს "მალიორკასთან" მატჩში მიიღო. მან მოედანი მცირე დისკომფორტის გამო დატოვა.

მიუხედავად იმისა, რომ მატჩის შემდგომ, პრესკონფერენციაზე კიკე სეტიენმა ნახევარმცველის ტრავმა არცთუ ისე სერიოზულ დაზიანებად მიიჩნია, მას 1 თვის გამოტოვება მაინც მოუწევს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    [?]
    #8 23 ივნისი 2020 14:59
    0
    ციტატა: MALUMA
    ხოდა დაახვიე გუნდიდან! ერთადერთი დემბელე არის რო არ ითავალისწინებს რჩევებს თუნდაც აგერ ელ პისტოლეტო დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა ანუ ეს იმას ნიშნავს რომ სამედიცინო შტაბზე პერეტენზია არ უნდა გქვონდეს!

    დაგეგმილზე ადრე როგორ დაბრუნდა, აპრილში უნდა დაბრუნებულიყო იდეაში და 1 თვე ზემოდან დაჭირდა კიდე დასაბრუნებლად. დემბელეზე რაც მოხდა კიდე საერთოდ ტრაგედიაა. გასაგებია დემბელე თითონააა შუშის მარა ტიპი ისე მოკვდა რო არც დაბრუნებულა. ვარჯიშის ნება მისცეს ბარსას ექიმებმა და არ ვარჯიშზე როჟამ სეზონი დაასრულა. პრესეზონზე 6-7 კაცი იყო ტრავმირებული იმიტო რო არასწორად დატვირთეს, ამგზავრეს და ამაში ექიმებიც არიან დამნაშავეები. ფრენკიზე სერიოზული არაფერიაო თქვეს და ეხლა სეზონი დასრულდაო. მთლიანად შესაცვლელია ყველაფერი. როგორ წარმოგიდნგენია კარგი ექიმები ყავდეს კაცს რომელიც წლებია მიზანმიმართულად ანგრევს გუნდს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 23 ივნისი 2020 10:47
    1
    უბედურება მარტო არ დადის.
    ფანი [?]
    #6 23 ივნისი 2020 08:57
    2
    დედის დღის ლოცვა ლოცვით უნდა გაყარო ყველა დაღუპეს ტალანტები ესენი ხო ხალხი არაა
    --------------------
    ❤️ანსუ მანეეეე ბარსას მომავალი ჩემი ოქროს ბიჭუნა❤️riki puig and pedri the best talent❤️joan laporta is back❤️⚽ 🏆(no to racism)🏆
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 23 ივნისი 2020 04:40
    3
    სწორად მოიქცა!
    ფანი [?]
    #4 23 ივნისი 2020 04:06
    3
    ევროპაზე იფრენს მაგარი ბიჭია ძაან
    Andres_Iniesta
    სტუმარი [?]
    #3 23 ივნისი 2020 02:24
    3
    მგონი დამლაგებლიანა მთელი სტაფი
    რამდენიმე ფეხბურთელიანააა წიხლითააა გასაყრელი


    ესღა გვაკლლა

    მგონი ძაან სერიოზულად უპირისპირდებიან ბართუშას
    ფანი [?]
    #2 23 ივნისი 2020 02:11
    4
    ბიჭებო დემბელეზე რა ისმის როდის ბრუნდება? ვფიქრობ ეს მისი ბოლო შანსი იქნება
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 23 ივნისი 2020 01:27
    9
    მედიკოსებიც რა ჩლუნგები გვყავს ვინ იცი საწყალ დემბელეს პირველივე დიაგნოზი არასწორი დაუავეს და მაგიტომაა ასეთ დღეში საერთოდ ყველაფერი შესაცვლელია ხელმძღვანელობაც სამედიცინო შტაბიც მწვრთნელიც და დამლაგებელიც რავიცი არაა გამორიცხული გაუწურავი ტილო მოუსვას იატაკზე და მერე აყირავდეს რომელიმე ფეხბურთელი
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued