სეტიენის მატჩისწინა პრესკონფერენცია

სეტიენის მატჩისწინა პრესკონფერენცია

კიკე სეტიენმა "ბილბაოსთან" მოახლოებული მატჩის წინ, პრესკონფერნცია გამართა და აქტუალურ თემებზე ისაუბრა, მათ შორის VAR-ზე, დე იონგის ტრავმასა და გუნდის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე.

მეტოქეზე

"რა თქმა უნდა, "ბილბაოს" კარგად ვიცნობთ, ყველამ იცის როგორი რთულია მათთან თამაში. ისინი თავს კარგად იცავენ, ასე იყო თასის ნახევარფინალშიც, ბურთს ჩვენ ვაკონტროლებდით, მაგრამ "ბილბაო" თამაშიდან ერთი წამითაც არ გათიშულა. გვაქვს გეგმა, მაგრამ თამაშის დროს ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც გვსურს, ფეხბურთი ამით არის საინტერესო და ამ დროს სწრაფი რეაგირებაა საჭირო."

ლა ლიგის შესახებ

"ბუნებრივია, რომ ახლა ნაკლები შანსი გვაქვს ჩემპიონები გავხდეთ, მაგრამ მაინც თანაბარი ქულები გვაქვს. არა ერთხელ გვინახავს, რომ ჩემპიონის ბედი ბოლო ტურში გარკვეულა, "რეალიც" წნეხშია, შეცდომის უფლება არც მათ აქვთ. არ მჯერა, რომ ასეთ დროს შეცდომას არ დაუშვებენ, ჩემპიონობისთვის ბრძოლას გავაგრძელებთ, ბოლოს კი ვნახავთ, რა მოხდება."

"რეალი" – "სოსიედადის" შხვედრის შესახებ

"მხოლოდ საკუთარ გუნდზე ვარ კონცენტრირებული. სამიდან ორი მოგებული თამაში და ერთი ფრე "სევილიასთან" გასვლაზე, ცუდი შედეგი არ არის. ჩვენ ექვსი გოლი გავიტანეთ და არც ერთი არ მიგვიღია საკუთარ კარში. რა თქმა უნდა, არის კომპონენტები, რაშიც გაუმჯობესება გვმართებს, მაგრამ კრიტიკოსებს ვერ დავეთანხმები, რომ ყველაფერი ძალიან ცუდად არის. ეფექტურობის გაზრდა მსურს და იმედი მაქვს ამას მომდევნო თამაშებში მივაღწევთ."

"არსებობს საკითხები, რომელსაც ვერ ვაკონტროლებთ და საერთოდ არ არის ჩვენზე დამოკიდებული. ყველა ყველაფერს ხედავს და ჩემი კომენტარი საჭირო არ არის. პიკეს რაც შეეხება, ყოველთვის ვთვლიდი, რომ ძალიან ჭკვიანი ადამიანია."

VAR-ის შესახებ

"VAR-ი არის ინსტრუმენტი, რომელსაც შეუძლია ფეხბურთი უკეთესი გახადოს. ამით ჩვენ შეგვიძლია ის შეცდომები დავაზღვიოთ, რომელსაც ყველა ადამიანი უშვებს, პატარა შეცდომას კი დიდი ცვლილებები მოჰყვება."

"მხოლოდ ის არის საჭირო, რომ ეს ინსტრუმენტი სწორად იქნეს გამოყენებული. გასაგებია რასაც ვფიქრობთ, რატომ საჭიროებს გადახედვას ერთი მომენტი და არ საჭიროებს მეორე?! რაღაც თამაშებში ეს ხდება, რაღაც შემთხვევებში არა, ეს მაფიქრებინებს, რომ VAR-ს სწორად არ იყენებენ."

დე იონგის შესახებ

"იმედი მაქვს, რომ ყველაფერი სწრაფად მოგვარდება. მას არცთუ ისე სერიოზული დაზიანება აქვს, მაგრამ ყველაფერი რეაბილიტაციაზეა დამოკიდებული. მგონია, რომ რამდენიმე შეხვედრის ჩატარებას მოასწრებს."

"დანაკლისი დიდია, ის ახალგაზრდა და ძალიან ჭკვიანი ფეხბურთელია, რომელიც გარანტირებულად გვინარჩუნებს ბურთს და თამაშში დინამიურობა შემოაქვს, მაგრამ  კარგი ფეხბურთელები, მოედნის ცენტრში, ჯერ კიდევ გვყავს."

წარუმატებლობა გასვლით თამაშებში

"არ ვიცი, ასე რატომ ხდება, ჩვენი დამოკიდებულება არ იცვლება, რა მოტივაციითაც სახლში ვთამაშობთ, ისე გავდივართ გასვლით მოედნებზეც. შესაძლოა, მეტოქეებს არ აქვთ საკმარისი თავდაჯერებულობა, როცა "კამპ ნოუზე" ჩამოდიან, შესაძლოა შიშიც კი აქვთ აქ თამაშის, რაც საქმეს გვიმარტივებს."

კალენდარის შესახებ

"არ მგონია, რომ "რეალზე" რთული კალენდარი გვქონდეს. მათაც მოუწევთ რთულ მეტოქეებთან შეხვედრა, ისევე როგორც ჩვენ. ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს."

ხორხე კუენკას შესახებ

"გვაქვს შესაძლებლობა განაცხადში 23 ფეხბურთელი შევიყვანოთ, ეს კი ახალგაზრდებისთვის შანსია. რა თქმა უნდა, რთული იქნება იმის წარმოდგენა, რომ კუენკას თამაში მოუწევს, მაგრამ განაცხადში შემთხვევით არ მოხვედრილა, მან ეს დაიმსახურა, ისევე როგორც დანი მორერმა."

განწყობის შესახებ

"ყველაფერი კარგად არის, პირველი ადგილის დაკარგვამ ოდნავ ხასიათი გაგვიფუჭა, მაგრამ  ისევ გვჯერა, რომ ჩემპიონობა შეგვიძლია. გუნდმა კარგად ივარჯიშა, მათი გარჯით კმაყოფილი ვარ და კარგ შეხვედრას ველოდები".

პირადი მდგომარეობა

"ყველაფერი შედეგზეა დამოკიდებული. ჩვენ თამაშში პოზიტიურიც ბევრი დავინახე, მთავარია, რომ ეფექტურობის მაჩვენებელი გავზარდოთ. ბედნიერი ვარ შესაძლებლობით, რომ ბევრი კომპონენტის გაუმჯობესება შეგვიძლია. დიდ ყურადღებას არ ვაქცევ ჩემზე რას ამბობენ, ან რას წერენ, მხოლოდ სავარჯიშო პროცესზე ვარ ორიენტირებული და მსურს, რომ თამაში გავაუმჯობესოთ."

მსაჯებზე

"არ ვაპირებ დრო დავუთმო იმას, რისი კონტროლიც არ შემიძლია. ჩვენ მხოლოდ საკუთარ საქმეზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებულნი."

დემბელეზე

"ის პროტოკოლის მიხედვით ვარჯიშობს, ფიზიკური მომზადების მწვრთნელების მეთვალყურეობის ქვეშ. იმედი მაქვს, რომ რაც შეიძლება სწრაფად დაგვიბრუნდება. არ ვიცი, როდის შეძლებს გუნდთთან ერთად ვარჯიშის დაწყებას, რეაბილიტაციის პროცესს ვაკვირდებით."

უმტიტიზე

"ის სულ უფრო უკეთესი ხდება, გასათვალისწინებელია, რომ ტრავმა ცოტა ხნის წინ მოირჩინა, თუ საჭიროდ ჩავთვლი, ძირითად შემადგენლობაშიც დავაყენებ."

რიკი პუჩის შესახებ

"აწმყო და მომავალი ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ. რიკის მეტი შანსი ექნება, რადგან სერჟი და ფრენკი ტრავმის გამო გამოგვაკლდნენ, მაგრამ კონკურენცია მაინც მოუწევს. კონკრეტულ თამაშებზე იქნება დამოკიდებული, მიეცემა თუ არა დრო."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #7 23 ივნისი 2020 00:06
    2
    სადღაც 30-35 პროცენტი გვაქვს ჩემპიონობის შანსი. დღეს ლეგანეს ვგულშემატკივრობთ ბრატცი, მემგონი წლევანდელ სეზონში ერთადერთი კარგი რაც შეიძლება მოხდეს ესპანიოლის გაჯმაა სეგუნდაში. ჩვენთანაც სათამაშო აქვს და რეალთანაც😁 აუცილებლად ვუყურებ რეალთან თამაშს, აი ერთი სიამოვნება იქნება🥳🥳🥳🥳🥳 ყველა შედეგი გაასწორებს ისეთი თამაში იქნება😁
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 22 ივნისი 2020 22:28
    0
    ციტატა: M10 S9 D11
    წესიერი კამანდა დააყენე შე მეძროხე ის მძორი არ გააკვეხო ნახევარ დაცვაში და სუა ჯობია ზამენიდან შემოვიდეს საერთოდ ვერ ითამაშა სევილიასთან მესი გრიზმანი ფატის ტრიო უნდა დადგეს

    კამანდა ქართულად როგორ იქნება ხომ არ იცი?
    Culé [?]
    #5 22 ივნისი 2020 19:40
    2
    იცის ალბათ რომ უეჭველი უშვებენ და კიდია ამასაც.1 წლიანი კონტრაქტი მაინც მიეცათ ცოტა მოტივაციის მისაღებად
    Ronaldo De Asis Moreira 10( Gaucho )
    სტუმარი [?]
    #4 22 ივნისი 2020 18:25
    1
    თავიდან მინდოდა შენი მოსვლა ვალვერდემდე.იმედი მქონდა მაგას მაინც აჯობებდი მაგრამ ამაოდ მქონია იმედი.ეს სეზონი ჩაამთავრე როგორმე და მერე შენ და ბართო ერთ გზას გაუყევეით სანამ გუნდი დააქციე
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 22 ივნისი 2020 17:16
    3
    წესიერი კამანდა დააყენე შე მეძროხე ის მძორი არ გააკვეხო ნახევარ დაცვაში და სუა ჯობია ზამენიდან შემოვიდეს საერთოდ ვერ ითამაშა სევილიასთან მესი გრიზმანი ფატის ტრიო უნდა დადგეს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ფანი [?]
    #2 22 ივნისი 2020 16:49
    6
    ამან რო ლიგა მოიგოს რომელი უფრო გამოშტერდება მე თუ ეს არვიცი 😂😂
    Culé [?]
    #1 22 ივნისი 2020 16:19
    1
    Midi kike ubere. Ox aman liga dados da amis muxlebshi chakecili da xelebi maglha aweuli stoika roaq machvena sastvenis shemdeg finalshi))))