ოსკარ როდრიგესი გატანილი ჯარიმებით ლეო მესის გაუთანაბრდა

ოსკარ როდრიგესი გატანილი ჯარიმებით ლეო მესის გაუთანაბრდა

"ლეგანესის" ესპანელმა ნახევარმცველმა, ოსკარ როდრიგესმა, რომელიც მადრიდის "რეალიდან" არის განათხოვრებული, "მალიორკასთან" მიმდინარე სეზონში რიგით მეოთხე ჯარიმა გაიტანა, რაც ევროპის წამყვან ხუთ ჩემპიონატში საუკეთესო შედეგია.

ამ მხრივ, ლა ლიგის 30-ე ტურამდე, ლიონელ მესი ერთპიროვნული ლიდერი იყო, ახლა კი იგი პირველ ადგილს 21 წლის ოსკარ როდრიგესთან ერთად იყოფს. მათ მოჰყვებიან ალექსანდრ კოლაროვი ("რომა", 3 გოლი), ფილიპ მაქსი ("აუგსბურგი", 3 გოლი) და დანი პარეხო ("ვალენსია", ორი გოლი).

არგენტინელს კარიერაში 699 გოლი აქვს გატანილი, აქედან 52 კი - საჯარიმო დარტყმიდან (46 კლუბში, 6 ნაკრებში).

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 21 ივნისი 2020 21:37
    1
    მესის ჯარიმაზე ლამის 11ვე კაცი ჩადგეს კარებში.სევილიასთან რო კუნდეს თავი არ აერტყა ვაცლიკი არ იყო იმის ამღები
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    Culé [?]
    #4 21 ივნისი 2020 21:04
    5
    ციტატა: philipe coutinho
    ციტატა: me da barca
    ამ კომპონენტში მოუკლო მესიმ.

    რა მოუკლო საიდან გაიტანოს მითხარი 6 კაცი კედელში როცა უდგას ერთი კედლის ქვემოთ წევს და ერთიც ხაზზე დგას აი სად დაარტყას უბრალოდ მითხარი

    ხო რა უკვე მცველებმაც დაიწყეს კარში ჩადგომა ჯარიმის დროს და ძაან რთულია მასე
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 21 ივნისი 2020 20:49
    4
    მიდი რა ლომო ბილბაოს უნდა გათხარო ჯარიმა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ფანი [?]
    #2 21 ივნისი 2020 20:36
    6
    ციტატა: me da barca
    ამ კომპონენტში მოუკლო მესიმ.

    რა მოუკლო საიდან გაიტანოს მითხარი 6 კაცი კედელში როცა უდგას ერთი კედლის ქვემოთ წევს და ერთიც ხაზზე დგას აი სად დაარტყას უბრალოდ მითხარი
    --------------------
    Forca Barca!!!
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 21 ივნისი 2020 19:52
    1
    ამ კომპონენტში მოუკლო მესიმ.