"ბარსელონას" "ატლეტიკოსთან" მატჩში გულშემატკივრების ყოფნა სურს

"ბარსელონას" "ატლეტიკოსთან" მატჩში გულშემატკივრების ყოფნა სურს

30 ივნისს კატალონიის "ბარსელონა" მადრიდის "ატლეტიკოს" დაუპირისპირდება. Mundo Deportivo-ს ცნობით, "ბლაუგრანა" მუშაობს, რომ იმ დროისათვის "კამპ ნოუზე" გულშემატკივრებით თამაშის უფლება ჰქონდეს.

კლუბში სჯერათ, რომ თუ მოსახლეობას რესტორნებსა და სხვა ადგილებში 15-კაციან ჯგუფებად შესვლის უფლება აქვს, მაშინ საკმაოდ დიდ სტადიონზე მათი შესვლის პრობლემაც არ უნდა იყოს. თანაც, უსაფრთხოების წესები და სოციალური დისტანცია სავსებით იქნება გათვალისწინებული.

"ლურჯ-ბროწეულისფერები" გეგმას შეადგენენ, რის მიხედვითაც "კამპ ნოუზე" ტევადობის მესამედის შეშვების უფლების მოპოვებას შეეცდებიან.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 21 ივნისი 2020 17:52
    0
    ამის უფლება ჯერ არავისთვის არ მიუციათ და ბარსას მისცემენ?? პერესის ერთი ზარი და ...
    Culé [?]
    #1 21 ივნისი 2020 13:40
    1
    კაი აზრია. ფანებს სხვა მუღამი აქვთ რა