Mirror: ფილიპე კოუტინიო, შესაძლოა, "ევერტონში" გადავიდეს
- 20-06-2020, 13:17
-
ჯერემი რენერი
- 12

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარის მოახლოვებასთან ერთად, "ბარსელონა" ბრაზილიელი ნახევარმცველის, ფილიპე კოუტინიოს საკითხზე უფრო და უფრო მეტს ფიქრობს.
გავლენიანი ბრიტანული გამოცემის, The Mirror-ის ინფორმაციით, "ბლაუგრანამ" ტრანსფერის თაობაზე წინადადება პრემიერ ლიგის კიდევ ერთი გუნდისგან, ამჯერად "ევერტონისგან" მიიღო.
ცნობილია გარიგების მთავარი დეტალებიც: საუბარია ერთწლიან იჯარაზე, ფეხბურთელის ხელფასის მესამედის გადახდა კი "ბარსელონას" მართებს.
ფილიპე კოუტინიოს, რომელიც იჯარით "ბაიერნში" ასპარეზობს, "კამპ ნოუს" დატოვება ამ ზაფხულშივე სურს, ბრაზილიელის სურვილი კვლავ პრემიერ ლიგაში დაბრუნებაა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]