რატომაა “რამონ სანჩეს პისხუანი“ ბრეითუეტისთვის განსაკუთრებული ადგილი?

რატომაა “რამონ სანჩეს პისხუანი“ ბრეითუეტისთვის განსაკუთრებული ადგილი?

გასულ წელს, მაისში, მარტინ ბრეითუეიტის "ლეგანესი" "რამონ სანჩეს პისხუანზე" "სევილიას" დაუპირისპირდა.

სტუმრებს გამარჯვება სჭირდებოდათ, რათა ლა ლიგაში ოფიციალურად დარჩენილიყვნენ. "ლეგანესმა" ეს მატჩი 3-0 მოიგო, ბრეითუეტმა კი გოლი და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა.

ეს მატჩი, შესაძლოა, დანიელის ესპანურ კარიერაში საუკეთესოც კი იყო.

ახლა მარტინი ანდალუსიელებს უკვე "ბარსელონას" მაისურით დაუპირისპირდება და იმედია, კატალონიელებს ანალოგიური პერფორმანსით გამარჯვებაში და სასურველი 3 ქულის მოპოვებაში დაეხმარება.

მიმდინარე სეზონში, "ბარსელონას" შემადგენლობაში, დანიელის ანგარიშზე თითო გოლი და ასისტია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 20 ივნისი 2020 16:21
    0
    მადლობა დაგვეხმარა.