ენ-ნესირი: “ბარსას“ ერთხელ უკვე გავუტანე, ახლა იმავეს გაკეთებას “სევილიას“ მაისურითაც შევეცდები
იუსუფ ენ ნესირიმ გაამხილა, რომ "რამონ სანჩეს პისხუანზე" "ბარსელონასთან" დიდი გამარჯვებისთვის ემზადება.
"ბლაუგრანასთან" დაპირისპირებაზე მან Koora-სთან ისაუბრა.
"ჩვენ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბზე ვსაუბრობთ, თუმცა, "სევილიაც" უმაღლესი კლასის გუნდია და მას ნებისმიერის დამარცხება ძალუძს."
"ჩემი აზრით, გამარჯვება შეგვიძლია. ამ სეზონში "ბარსას" "ლეგანესში" ყოფნისას გავუტანე, თუმცა მაშინ 3 ქულის მოპოვება ვერ შევძელით."
"წინა სეზონში, "ბუტარქეზე" ისტორიული გამარჯვებაც მახსოვს. "ბარსას" ერთხელ უკვე შევუგდე და ვეცდები იგივე "სევილიას" მაისურითაც მოვახერხო."
"როხიბლანკოსა" და "ბლაუგრანას" დაპირისპირება დღეს 23:55 საათზე დაიწყება. კატალონიელები ფავორიტები არიან, თუმცა ცხრილში არსებული ვითარება და უკანასკნელ შეხვედრაში ნაჩვენები თამაშის ხარისხი გუნდს მოდუნების უფლებას არ უტოვებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]