ანსუ ფატის მხოლოდ გადამწყვეტი გოლები გააქვს
“ბარსელონას“ რეკორდსმენმა თინეიჯერმა ბოლო ტურში, “ლეგანესთან“ გამართულ შეხვედრაში პირველი გოლი გაიტანა და საკუთარი გოლების მარაგიც ექვსამდე გაზარდა.
კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ყურადღება გაამახვილა, რომ ექვსივე ბურთი მან გადამწყვეტ მომენტებში გაიტანა.
1) “ოსასუნა“ 2-2 “ბარსელონა“. პირველი გამათანაბრებელი გოლი.
2) “ბარსელონა“ 5-2 “ვალენსია“. ანგარიშის გამხსნელი გოლი.
3) “ინტერი“ 1-2 “ბარსელონა“. გამარჯვების გოლი.
4) “ბარსელონა“ 2-1 “ლევანტე“. დუბლი.
5) “ბარსელონა“ 2-0 "ლეგანესი“. ანგარიშის გამხსნელი გოლი.
ჯამში ფატიმ ამ სეზონში 25 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
ბოლო დროს ახალგაზრდა ფეხბურთელს “მანჩესტერ იუნაიტედს“ უკავშირებდნენ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “წითელი ეშმაკები“ ესპანელში 150 მილიონ ევროს ჩამოდიოდნენ, თუმცა, საბედნიეროდ, კლუბის ხელმძღვანელობის პოზიცია ურყევია და ანსუ არ იყიდება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 13 ]