ხულენ ლოპეტეგი: მაქსიმალურად შევეცდებით, რომ მესი შევაჩეროთ

ხულენ ლოპეტეგი: მაქსიმალურად შევეცდებით, რომ მესი შევაჩეროთ

"სევილიას" მთავარმა მწვრთნელმა პრესასთან პარასკევს, "ბარსელონასთან" გასამართი შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

Mundo Deportivo მისი პრესკონფერენციიდან ერთ მნიშვნელოვან ნაწყვეტს ციტირებს:

"ბარსელონა" დიდებული გუნდია. მათ მესი ჰყავთ. ჩვენ ყველანაირად შევეცდებით, რომ ლეო და მისი თანაგუნდელები შევაჩეროთ."

სწორედ ანდალუსიური გუნდი არის მესის საყვარელი მოწინააღმდეგე. მათთან გამართულ 36 შეხვედრაში ლეომ 37 გოლი გაიტანა. "როხიბლანკოს" წინააღმდეგ ჩატარებულ უკანასკნელ 4 შეხვედრაში არგენტინელმა მინიმუმ ერთი გოლის გატანა მოახერხა.

წლევანდელი სეზონის დასაწყისში მესიმ მათ მეოთხე გოლი საჯარიმო დარტყმით გაუტანა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 19 ივნისი 2020 17:04
    0
    პატივცემულო ადმინ!!! ამ კაცს ხულენი არ ქვია, ეს ბასკია და როგორც ბასკეთში ჰქვიათ იულენია. ასევე მთელი ესპანეთი იულენს ეძახის, ბასკურ სტილში. შეგიძლიათ გადაამოწმოთ და გაასწოროთ, ძალიან ცუდად ხვდება ყურს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 19 ივნისი 2020 00:25
    6
    მაქსიმალურად შეეცდება მესი რო ამოგტენოთ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued