ბრეითუეიტიმა სავარჯიშო სესიაზე ბრწყინვალე გოლი გაიტანა

ბრეითუეიტიმა სავარჯიშო სესიაზე ბრწყინვალე გოლი გაიტანა

"ბარსელონა" "სევილიასთან" შეხვედრისთვის ემზადება. კატალონიელებმა წინასამატჩო სავარჯიშო სესიაც გამართეს. ვარჯიშზე თავი მარტინ ბრეითუეიტმა გამოიჩინა და ტერ შტეგენს არაჩვეულებრივი გოლიც გაუტანა. დანიელმა ბურთი საჯარიმოს მარცხენა მხრიდან კარის მარჯვენა ზედა კუთხეში უძლიერესი დარტყმით გადაგზავნა და გერმანელი მეკარე უშანსოდ დატოვა. 
ბრეითუეიტმა "ბარსელონაში" სადებიუტო გოლი "მალიორკას" წინააღმდეგ გაიტანა. დანიელს "ლეგანესთან" მატჩში მონაწილეობა არ მიუღია და, როგორც ჩანს, დიდი სურვილი აქვს "სანჩეს პისხუანზე" ითამაშოს. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #2 19 ივნისი 2020 10:46
    0
    დრო მოვა და ბრეითუეითი ბარსას მეგა ვარსკვლავი გახდება
    Culé [?]
    #1 19 ივნისი 2020 10:04
    1
    ღადაობ ჩემი გოლები უბანში გატანილი
    რო დაამონტაჟონ გამო**ევდება ხალხი