ჟუნიორ ფირპო: ანსუ ფატის გოლი გადამწყვეტი იყო

ჟუნიორ ფირპო: ანსუ ფატის გოლი გადამწყვეტი იყო

"ბარსელონას" მარცხენა მცველმა, ჟუნიორ ფირპომ, "ლეგანესთან" მატჩის (2-0) შემდეგ Sport-თან კომენტარი გააკეთა და ანსუ ფატის მნიშვნელოვანი გოლი გამოარჩია.

"ფატის გოლი გადამწყვეტი იყო, რადგან "ლეგანესს" მანამდე ორი ძალიან კარგი შანსი ჰქონდა. ანსუს ბურთი ფსიქოლოგიური მნიშვნელობის აღმოჩნდა.

"მალიორკასთან" შეხვედრა ბევრად უფრო ადვილი იყო, რადგან თამაშის დასაწყისშივე გავიტანეთ. დღეს თავდაუზოგავად ვიმუშავეთ.

რაც შეეხება მოგებას, ძალიან მოკლე პერიოდში ბევრი მატჩი გვაქვს. ქულების მოპოვებით ჩემპიონობას უფრო ვუახლოვდებით.

ცარიელი "კამპ ნოუ" უცნაური სანახავია. გულშემატკივრები მხარდაჭერით გეხმარებიან, მაგრამ ასეთ მდგომარეობას უნდა შევეგუოთ".

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 18 ივნისი 2020 14:28
    0
    ციტატა: me da barca
    ნაპოლი-იუვეს თამაშს ვუყურებ და გარდა იმისა, რომ სვარკაა, ის კიკინა მეგონა არ თამაშობდა, კაი 10 წუთი ვეძებდი და უი საოცრებავ ვიპოვე. კუნძი მეგონა, მაგრამ როცა შეირხა კიკინებით ვიცანი. წუხანდელი გრიზმანი პელეა ამასთან შედარებით. წაქცევის დროს ძველებურად ხელებს პარჭყავს.

    ათ წუთში უკვე საგოლე ქონდა გაფუჭებული, ნაპოლიმ საჯარიმოდან გამოტანის დროს, კალეხონმა პირდაპირ ჩააბარა ბურთი რონალდუს და მეკარემ სასწაული გააკეთა. მე მგონი მაგ მომენტიდან ჩაეძინა "ფეხბურთის მეფეს", შეიძლება დაისტრესა. აი ბოლოს რო პენალტამდეც არ მიუშვეს ვაბშე ცირკი იყო. ეგონა ბოლო დაარტყავდა და თამაშის ბედს გადაწყვეტდა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 17 ივნისი 2020 23:52
    8
    ნაპოლი-იუვეს თამაშს ვუყურებ და გარდა იმისა, რომ სვარკაა, ის კიკინა მეგონა არ თამაშობდა, კაი 10 წუთი ვეძებდი და უი საოცრებავ ვიპოვე. კუნძი მეგონა, მაგრამ როცა შეირხა კიკინებით ვიცანი. წუხანდელი გრიზმანი პელეა ამასთან შედარებით. წაქცევის დროს ძველებურად ხელებს პარჭყავს.
    Culé [?]
    #1 17 ივნისი 2020 23:45
    3
    ამასაც დაეტყო პროგრესი, იმედია მოჩვენებითი არაა და გაუწევს კონკურენციას ალბას