ოფიციალურად: ჩემპიონთა ლიგის თამაშების თარიღები, სტადიონი და ფორმატი ცნობილია

ოფიციალურად: ჩემპიონთა ლიგის თამაშების თარიღები, სტადიონი და ფორმატი ცნობილია

რამდენიმე წუთის წინ, UEFA-მ, ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის დარჩენილი ნაწილის განახლებული ფორმატი ოფიციალურად დაადასტურა.

1/8-ფინალის დარჩენილი მატჩები 7-8 აგვისტოს გაიმართება. მასპინძელი სტადიონები, ჯერჯერობით, უცნობია.

1/4-ფინალები და 1/2-ფინალები ერთმატჩიანი იქნება და ისინი, ისევე, როგორც ფინალი, ლისაბონში გაიმართება.

1/4-ფინალები 12-15 აგვისტოს ჩატარდება, 1/2-ფინალები - 18-19 აგვისტოს, ხოლო ფინალი - 23 აგვისტოს.

ყველა თამაში თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

UEFA კორონავირუსთან დაკავშირებით მოვლენების განვითარებას დააკვირდება და ამის შემდეგ გადაწყდება, დაშვებულები იქნებიან თუ არა გულშრმატკივრები ჩემპიონთა ლიგის თამაშებზე.

"ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალშია გასული. "ნაპოლისთან" სტუმრად გამართული პირველი თამაში 1-1 დასრულდა. განმეორებითი შეხვედრა 7 ან 8 აგვისტოს გაიმართება, ადგილი - "კამპ ნოუ", ან ნეიტრალური სტადიონი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Flying Johan
    სტუმარი [?]
    #7 19 ივნისი 2020 15:30
    0
    ჩვენთან ჩაატარონ :დ ბათუმში და თბილისში
    [?]
    #6 17 ივნისი 2020 21:36
    3
    ციტატა: philipe coutinho
    ერთ თამაშიანი ტურნირი იმედს მაძლევს ჩვენ სახლში ვიგებთ ვდუნდებით და გასვლაზე გვერხევა თორე ბოლო ორი ლიგის დადება ჩვეულებრივად შეიძლებოდა. ახლა ერთი თამაშებია სა ბოლომდე კონცენტრირებული იქნება გუნდი

    მარა ის ერთი თამაში თუ კამპ ნოუზე არ იქნა აზრი? ერთ თამაშშიც შეუძლიათ კონცეტრაციის დაკარგვა. სუპერ თასზე ატლეტიკოსთან ნეიტრალურზე მოგებული თამაში წააგო დაცვამ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 17 ივნისი 2020 20:43
    5
    "UEFA კორონავირუსთან დაკავშირებით მოვლენების განვითარებას დააკვირდება და ამის შემდეგ გადაწყდება, დაშვებულები იქნებიან თუ არა გულშრმატკივრები ჩემპიონთა ლიგის თამაშებზე".

    კარგია არა? იუვენტუსი, რონალდუთი რო ჩავა პორტუგალიაში, და პორტუგალიელები რო გადაწყვიტავენ შეიძლება თუ არა მაყურებლის დასწრება. მაგარი "ნეიტრალური" მოედანი იქნება რონალდუსთვის. იმ ქვეყანაში სადაც დაიბადა, სადაც ძეგლებს უდგავენ(სტადიონებზე კი არა, აეროპორტებში) და სადაც ტაქსისტი რო ჯდები გაფრთხილებს, იმაზე რო რონალდუ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია და თუ ასე არ თვლი შეგიძლია ჩამოხვიდე აღარ წაგიყვანენ.

    ციტატა: M10 S9 D11
    უეჭველი უნდა დავდოთ ლიგა

    რაკიტიჩი გვინდა, 2015 წელს მაგან დადო ფინალი თავისი ზღაპრული გოლით....
    philipe coutinho
    სტუმარი [?]
    #4 17 ივნისი 2020 19:02
    9
    ერთ თამაშიანი ტურნირი იმედს მაძლევს ჩვენ სახლში ვიგებთ ვდუნდებით და გასვლაზე გვერხევა თორე ბოლო ორი ლიგის დადება ჩვეულებრივად შეიძლებოდა. ახლა ერთი თამაშებია სა ბოლომდე კონცენტრირებული იქნება გუნდი
    Culé [?]
    #3 17 ივნისი 2020 18:41
    5
    აგვისტომდე ჯერ დიდი დროა შიდა ჩემპიონატებიც მორჩება და კიდე დარჩება 2 კვირა. ზაფხულში დასვენების მაგივრად სიცხეში სირბილი მოუწევთ ფეხბურთელებს. მაგარი უაზრო გადაწყვეტილებაა
    მწერალი [?]
    #2 17 ივნისი 2020 18:23
    8
    რონალდუს ქალაქია.
    იუვეს ტაშს დაუკრავენ
    ბარსას დაუსტვენენ

    ყველაფერს გააკეთებენ, რომ მესიმ ლიგა არ მოიგოს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 17 ივნისი 2020 18:03
    7
    უეჭველი უნდა დავდოთ ლიგა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued