სეტიენის როტაცია: 20 ფეხბურთელი 2 შეხვედრაში

სეტიენის როტაცია: 20 ფეხბურთელი 2 შეხვედრაში

ლა ლიგა განახლდა ახალი კალენდარით, სადაც გუნდებს ყოველ სამ დღეში ერთხელ მოუწევთ თამაში. ასეთ დროს, მით უმეტეს, ასეთ კლიმატურ პირობებში, აუცილებელია როტაცია, შესაბამისად კიკე სეტიენმა, ორ შეხვედრაში 20 ფეხბურთელი გამოიყენა.

მხოლოდ მარკ-ანდრე ტერ შტეგენი და ლიონელ მესი არიან ფეხბურთელები, რომლებმაც ორივე შეხვედრა თავიდან ბოლომდე ითამაშეს.

ტერ შტეგენი

გერმანელმა 180 წუთი ითამაშა და კარი მშრალად შეინახა, როგორც ბოლო დროს შეგვაჩვია, დამაჯერებელი იყო და შეტევებსაც ჩვეულად კარგად იწყებდა. მხოლოდ "ლეგანესთან" მეორე ტაიმში შეცდა პასის დროს, მაგრამ ამას საფრთხე არ მოჰყოლია. უდავოა, რომ "სევილიასთან" ძირითად შემადგენლობაში იქნება.

სერჟი რობერტო და სემედუ

სერჟიმ ორივე თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. პირეველ შემთხვევაში 70-ე წუთზე შეცვალა სემედუმ, მეორე შემთხვევაში 53-ეზე.

დაცვის მარჯვენა ფლანგი, ყველაზე რთულად პროგნოზირებადია და იმის დადგენაც რთულია, თუ რა კრიტერიუმებით არჩევს სეტიენი, ან ერთს, ან მეორეს.

ჟერარ პიკე

"მალიორკასთან" 90 წუთი ითამაშა, "ლეგანესთან" 72-ე წუთზე შეცვალეს, მას შემდეგ, რაც მეტოქემ ფეხში ძლიერად უთავაზა. ჯერჯერობით სერიოზულ დაზიანებაზე არაფერი თქმულა. პიკე უმნიშვნელოვანესი ფიგურა იქნება შემდეგ შეხვედრაში, უმტიტის დანაკლისის გათვალისწინებით.

რონალდ არაუხო

ითამაშა 90 წუთი "მალიორკასთან" და საკმაოდ მაღალი შეფასებაც დაიმსახურა. "ლეგანესთან" არ უთამაშია.

იმ შემთხვევაში, თუ პიკე ფეხმა შეაწუხა, მას ძირითად შემადგენლობაში ვიხილავთ, რაც ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის, სერიოზული გამოცდა იქნება.

კლემან ლანგლე

"მალიორკასთან" შეხვედრა დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა, "ლეგანესთან" კი კარგი შეხვედრა ჩაატარა, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მომენტი, როცა გუნდი 100%-ანი გოლისგან იხსნა.

სამუელ უმტიტი

უმტიტიმ ბოლო 20 წუთი ითამაშა "ლეგანესთან", სადაც ყვითელი ბარათი მიიღო და შემდეგ შეხვედრას გამოტოვებს.

ჟორდი ალბა

ალბა ერთ-ერთი საუკეთესო იყო "მალიორკასთან" შეხვედრაში, საჭირო ყვითელი ბარათიც მიიღო, რომლის გამოც "ლეგანესთან" შეხვედრა გამოტოვა და დარჩენილ თამაშებს მშვიდად შეხვდება.

ჟუნიორ ფირპო

ფირპო "მალიორკასთან" დამატებით დროში გამოჩნდა და ბევრი ვერაფერი მოასწრო, სამაგიეროდ, "ლეგანესთან" ითამაშა და საგოლე პასიც მიითვალა. ბევრი იბრძოლა და დაცვაში კარგად თამაშობდა, მაგრამ ალბას დაბრუნების მერე, სკამზე მოუწევს გადაჯდომა.

სერხიო ბუსკეტსი

გუნდის ხერხემალი, ორივე შეხვედრაში შეცვალეს, დაახლოებით ერთი საათის შემდეგ. სეტიენი ხვდება, რომ ბუსი ახალგაზრდა აღარ არის და დასვენება სჭირდება.

ფრენკი დე იონგი

ჰოლანდიელმა 83 წუთი გაატარა "მალიორკასთან" და სრულად დაისვენა "ლეგანესთან". მცირე დაზიანება მიიღო, რაც საშიში არ აღმოჩნდა და პაუზის მერე, სევილიაში, აუცილებლად დაუბრუნდება ძირითად შემადგენლობას.

არტურო ვიდალი

"მალიორკასთან" ერთი ტაიმი ითამაშა და ანგარიში სწორედ მან გახსნა. "ლეგანესთან" ბოლო 30 წუთი გაატარა მინდორზე. ჩანს, რომ სეტიენი "სევილიასთვის" ამზადებს, არტურო ზუსტად ის ფეხბურთელია, რომელიც "სევილიასთან" მოედნის ცენტრში უნდა იდგეს.

ივან რაკიტიჩი

ივანმა, ორი მატჩის ჯამში 135 წუთი ითამაშა, დასამახსოვრებელი არაფერი შეუქმნია, ეტყობა, რომ ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია, რაც მის თამაშზეც აისახება.

არტური

არტურმა 20 წუთი ითამაშა "მალიორკასთან" და 72 წუთი "ლეგანესთან". არტურს ვიდალთან და რაკიტიჩთან უწევს კონკურენცია, ჯერჯერობით სასურველი ფორმისგან ძალიან შორს არის.

რიკი პუჩი

მან "ლეგანესთან" ოცი წუთი მიიღო, ეს იმის დამსახურებაა, რომ გუნდებს ხუთი ცვლილების საშუალება აქვთ. რიკიმ კარგი შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ "სევილიასთან" არ უნდა ველოდოთ.

ანტუან გრიზმანი

60 წუთი მალიორკაზე და სრული 90 წუთი "ლეგანესთან". როგორც ყოველთვის, ჩრდილში იყო, ერთხელ გაიხარა გოლის გატანის დროს, მაგრამ სამწუხაროდ გააუქმეს.

ლუის სუარესი

ორივე შეხვედრაში ექიმებისგან განსაზღვრული 30 წუთი მიიღო. რთული სათქმელია, იქნება თუ არა ძირითადში. ის დიდი თამაშების ფეხბურთელია, ამიტომ არ არის გამორიცხული, "სევილიასთან" თამაში დაიწყოს.

მარტინ ბრეითუეიტი

ბრეითუეიტი ერთ-ერთი საუკეთესო იყო "მალიორკასთან" და სრულად დაისვენა "ლეგანესთან", რაც გვაფიქრებინებს, რომ "სევილიასთან" ძირითად შემადგენლობაში იქნება.

ანსუ ფატი

არ უთამაშია "მალიორკასთან" და მეორე ტაიმის დასაწყისში შეცვალეს "ლეგანესთან", მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა და კარგი შეხვედრა ჩაატარა. დიდი ალბათობით, "სევილიასთან" სათამაშო დროს მიიღებს, სავარაუდოდ ცვლილებაზე გამოვა.

ლიონელ მესი

ორივე შეხვედრა შეუცვლელად ითამაშა, ორივე შეხვედრაში საუკეთესო იყო, ლეო მშიერია ისე, როგორც არასდროს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 18 ივნისი 2020 01:44
    0
    2 თამაში ხომ უყურე პატივცემულო გრიზმანს ?! ეხლა დასვი სკამზე
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 17 ივნისი 2020 18:03
    2
    აუცილწბელი იყო როტაციები ეხლა სამი ისეთი თამაში გვაქვს მიჯრით რო რავი ფაქტიურად ფინალის ტოლფასი თამაშებია
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #4 17 ივნისი 2020 17:21
    1
    სევილიასთან უეჭველი ამ კამანდით უნდა ვიყომაროთ:


    ტერ შტეგენი
    ს.რობერტო-პიკე-ლენგლე-ალბა
    არტურო ვიდალი-ბუსკეტსი-დე იონგი
    მესი-სუარესი-ბრაითვეიტი


    სუარესი-გრიზმანი
    ბრაითვეიტი-კოლიადო
    არტურო ვიდალი-რაკიტიჩი
    ბუსკეტსი-არტური
    ს.რობერტო-სემედუ
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    Culé [?]
    #3 17 ივნისი 2020 17:18
    0
    ციტატა: ROUCH
    ვიდალი დე იონგი ბუსკეცი ამ სამეულმა უნდა დაიწყოს სევილიასთან, რაც შეეხება გრიზმანს ცდილობს ყველგან იყოს და არც მიკვირს დაჩვეულია უკან დახევას და ნახევარმცველების და მცველების დახმარებას რასაც მე მაგალითად პლიუსად ვუთვლი სუარესი მეორე ტაიმის კაცად უნდა იქცეს და მესი ბრეიტვეიტი გრიზმანის ტრიომ დაიწყოს ხოლმე

    ძალიან დაცვითი ცენტრია ბარსა შეტევაზე უნდა კონცენტრირდეს დაცვის შეცდომები რომ აღარ გამოჩნდეს.
    ისე ეს 5 ცვლილება ძალიან კარგი რამაა, მაღალი დონის მწვრთნელს მთლიანად შეუძლია თამაშის გარდაქმნა, აი გვარდიოლას ძალიან დაეხმარება, თან ისეთი სკამი ყავს არავის ვუსურვებ სიტისთან შეხვედრას
    ფანი [?]
    #2 17 ივნისი 2020 16:45
    0
    ციტატა: ROUCH
    ვიდალი დე იონგი ბუსკეცი ამ სამეულმა უნდა დაიწყოს სევილიასთან, რაც შეეხება გრიზმანს ცდილობს ყველგან იყოს და არც მიკვირს დაჩვეულია უკან დახევას და ნახევარმცველების და მცველების დახმარებას რასაც მე მაგალითად პლიუსად ვუთვლი სუარესი მეორე ტაიმის კაცად უნდა იქცეს და მესი ბრეიტვეიტი გრიზმანის ტრიომ დაიწყოს ხოლმე

    შეიძლება გრიზმანის პლიუსად ჩაითვალოს რო მცველებს ეხმარება მაგრამ შეტევაში იმხელა მინუსები აქვს ეგ პლიუსი ძალიან ძნელი შესამჩნევია
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 17 ივნისი 2020 16:30
    0
    ვიდალი დე იონგი ბუსკეცი ამ სამეულმა უნდა დაიწყოს სევილიასთან, რაც შეეხება გრიზმანს ცდილობს ყველგან იყოს და არც მიკვირს დაჩვეულია უკან დახევას და ნახევარმცველების და მცველების დახმარებას რასაც მე მაგალითად პლიუსად ვუთვლი სუარესი მეორე ტაიმის კაცად უნდა იქცეს და მესი ბრეიტვეიტი გრიზმანის ტრიომ დაიწყოს ხოლმე