ანსუ ფატი - კონსერვის დანის სინონიმი

ანსუ ფატი - კონსერვის დანის სინონიმი

ანსუ ფატიმ, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიბრუნა, ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა და მორიგი გოლიც გაიტანა, - წერს Mundo Deportivo.

ანსუ ფატი გამოირჩევა იმით, რომ მნიშვნელოვანი გოლები გააქვს. შედარებისთვის შეგვიძლია გავიხსენოთ ალექსის სანჩესი, ჩილელი ფორვარდი, რომელიც "ბარსამ" დიდი ზარ-ზეიმით შეიძინა და მალევე გაუშვა გუნდიდან.

სანჩესს ჰქონდა კარგი თამაშები, განსაკუთრებით მადრიდის "რეალთან", მაგრამ მისი გატანილი გოლების უმრავლესობა არაფერს ცვლიდა, რადგან სანჩესი იტანდა მაშინ, როცა "ბარსა" ისედაც იგებდა თამაშს, ხშირი ყოფილა, რომ რიგით მესამე, ან მეოთხე გოლი გაუტანია, როცა თამაშის ბედი გადაწყვეტილი იყო.

ძალიან იშვიათად იტანდა პირველ გოლს, კიდევ უფრო იშვიათად გამთანაბრებელ გოლს. აი ანსუ ფატის კი აქედანვე ეტყობა, რომ ზუსტად მაშინ არის ყველაზე პროდუქტიული, როცა ტაბლოზე ნულით-ნული წერია.

ანსუ, კონსერვის ქილის დანას ჰგავს, რომელიც ქილას თავსახურს მოხსნის და მერე ყველას თანაბრად შეუძლია საჭმელი მიირთვას.

შორს მიმავალი დასკვნების გაკეთება, ნაადრევია, მაგრამ ამ ბიჭს ნამდვილად აქვს რაღაც ისეთი, რაშიც 150 მილიონ ევროს იხდიან, - ასე ასრულებს წერილს, როჟერ ტორელო, MD-ს ჟურნალისტი.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 11 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 18 ივნისი 2020 01:41
    0
    ციტატა: Messiah
    ანსუ - სუარესი - მესი

    Eს უნდა იყოს ძირითადი ტრიო
    👍
    დემბელე , კოუტინიო , გრიზმანი უნდა გავყიდოთ ... და მოვიყვანოთ წესიერი ფეხბურთელები

    👍 👍 👍
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 17 ივნისი 2020 17:46
    1
    ციტატა: nika 54
    სანჩესის გოლი გაიხსენეთ რეალთან, როცა ვარანს და მე მგონი დიეგო ლოპესს ერთდროულად გადაუგდო თავზე. ამაზე მნიშვნელოვანი გოლი რომელი იყო იმ სეზონში.

    იქაც არ იყო პირველი გოლი, იმ გოლის მერე 2:0 გახდა. ისე რომ არა ის გოლი 1:1 დამთავრდებო. საბოლოოდ 2:1 მოვიგეთ.
    მწერალი [?]
    #9 17 ივნისი 2020 17:44
    0
    ციტატა: nika 54
    სანჩესის გოლი გაიხსენეთ რეალთან, როცა ვარანს და მე მგონი დიეგო ლოპესს ერთდროულად გადაუგდო თავზე. ამაზე მნიშვნელოვანი გოლი რომელი იყო იმ სეზონში.


    ახსენა პატივცემულმა, როჟერ ტორელომ, რეალთან თამაშები გამონაკლისი იყოო. ბერნაბეუზეც გახნსა ანგარიში, ძალიან კარგი გოლით.

    ჩოუკვირდით ტექსტს : )
    ფანი [?]
    #8 17 ივნისი 2020 16:27
    2
    აი ვინაა ბარსას ნამდვილი მომავალი დემბელეს მეხოტბეებო (თქვენ როგორც იძახით ხოლმე დემბუზაო) და ვინაა ნამდვილი ტალანტი
    --------------------
    ❤️ანსუ მანეეეე ბარსას მომავალი ჩემი ოქროს ბიჭუნა❤️riki puig and pedri the best talent❤️joan laporta is back❤️⚽ 🏆(no to racism)🏆
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 17 ივნისი 2020 15:43
    2
    სანჩესის გოლი გაიხსენეთ რეალთან, როცა ვარანს და მე მგონი დიეგო ლოპესს ერთდროულად გადაუგდო თავზე. ამაზე მნიშვნელოვანი გოლი რომელი იყო იმ სეზონში.
    ფანი [?]
    #6 17 ივნისი 2020 15:32
    8
    საქართველოს ნაკრებში ანდრონიკაშვილის ყოფნას გავს ამის ბარსაში თამაში. დიდი მომავალი აქვს ორივეს და უდიდესი გამძლეობა და ტალანტი.
    მართლა მიღწევაა 17 წლის ასაკში ჯერ ბარსაში თამაში, შემდეგ ბარსას პირველ გუნდში თამაში და ამას დავამატოთ უკვე იმდენი რეკორდი რაც აქვს და ის გოლები რაც დააგროვა.
    რავიცი რავიცი
    თუკი კარგ მწვრთნელს მივუჩენთ კიდევ უფრო მეტს გამოვიყვანთ და მომავალიც გამყარდება, ხოდა ისე ჭირდება ანსუს ჩავის ან ტენჰააგის მსგავსი მწვეთნელი როგორც თავის დროზე მესის - გვარდიოლა.
    მე დიდ მომავალს ვხედავ, რადგან არ ეშინია, ბოლომდე აწვება, მოწადინებულია და ყველაფერი აქვს საუკეთესოობისთვის.
    ასე 2 წელში ძირითადის კაციც უნდა გახდეს, გამოცდილება ხო ძალიან დიდი ექნება და მომწიფებაც შესაბამისად.
    ერთი სიტყვით დემბელე გააქრონ აქედან და მისცენ ანსუს უფრო მეტი შანსი, იდეაში ირონიულად ჟღერს რადგან დემბელეს გამოა რომ თამაშობს ამდენს, მაგრამ იმის ტყუილად ყოლას ვინმე წესიერი მოვიყვანოთ რომელიც კონკურენციის გასაწევად იდეალური იქნება და ეგრე უკეთესად გამოიწრთვება ფატი, აი ნეიმარის მოყვანის შემთხვევაში კი მგონი ბოლომდე ჩაიძირება და ვფიქრობ არაა საჭირო ეგ ტრანსფერი თავის თანხიან ასაკიან ტრამვებიან და ხასიათიანად.
    ფანი [?]
    #5 17 ივნისი 2020 14:16
    10
    ჩვენი ოქროს ბიჭია, რაც არ უნდა გადაიხადონ ამის გაყიდვა არ შეიძლება! ანსუ ფატი ბარსას მომავალია!
    Culé [?]
    #4 17 ივნისი 2020 14:06
    10
    ანსუ - სუარესი - მესი

    Eს უნდა იყოს ძირითადი ტრიო

    დემბელე , კოუტინიო , გრიზმანი უნდა გავყიდოთ ... და მოვიყვანოთ წესიერი ფეხბურთელები
    --------------------

    ForçaBarça
    გულშემატკივარი [?]
    #3 17 ივნისი 2020 14:02
    8
    ბოლო წუთებზე მაინც მიცეს ხოლმე სტაბილურად დრო ამიტომ უჭირს მერე დაამწნილებს ჯერ და მერე უცებ ასნავნოიში სვამს ბავშვს. უარესად სტრესავს. ამით იყო გვარდი გამორჩეული და რეიკარდიც რო ახალგაზრდებს ენდობოდა და სტაბილურად აძლევდა წუთებს.
    Fati
    სტუმარი [?]
    #2 17 ივნისი 2020 13:35
    15
    ყველაზე მეტად ის მიხარია რო ტიპიური მაზილა არარი და შექმნილ მომენტებს მაქსიმალურად იყენებს. რრაც მთავარია მცველთა ერთი ერთზე თამაში ვაფშე არ უჭირს და ძალიან კარგი დარტყმა აქ.ასაკიდან გამომდინარე ჩამოყალიბებული ფეღბურთელის თვისებებიაქ
    Culé [?]
    #1 17 ივნისი 2020 13:22
    8
    მთავარია,თავში არ აუვარდეს და ბევრი იშრომოს,ბარსას მომოვალია