MD: "კამპ ნოუს" ფუნქციონირება 60 000 ევრო დაჯდება

  • 16-06-2020, 11:57
  • MD: "კამპ ნოუს" ფუნქციონირება 60 000  ევრო დაჯდება

    დღეს, ლა ლიგის 29-ე ტურის შეხვედრაში "ბარსელონას" "ლეგანესს" მასპინძლობს. ეს იქნება პირველი მატჩი 7 მარტის შემდეგ, რომელსაც "ბარსას" შინ ჩაატარებს. Mundo Deportivo-ს ცნობით, სტადიონის გახსნა კლუბს 60 000 ევრო დაუჯდება.

    თამაშისთვის "კამპ ნოუზე" სულ 150 ადამიანი მოიყრის თავს. მათგან 50-50 ორივე კლუბის ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბია, 50 კი სტადიონის ტექნიკური პერსონალი.

    ტექნიკურ პერსონალში დასუფთავების, უსაფრთხოებისა და ლოჯისტიკის თანამშრომლები შედიან. განსაკუთრებული ყურადღება უსაფრთხოებას დაეთმობა, რათა "მალიორკას" მატჩში მომხდარი ინციდენტი არ განმეორდეს (გულშემატკივრის შეჭრა). ასევე ზუსტად იქნება განსაზღვრული მედიის წარმომადგენელთა რაოდენობა. 

    შეხვედრას "ბარსელონას" პრეზიდენტი, ჟოზეპ მარია ბართომეუ, რამდენიმე დირექტორთან ერთად დაესწრება.

    ჯამში, დღევანდელი მატჩისთვის სტადიონის ფუნქციონირების ღირებულებას 60 000 ევრო შეადგენს.

    შეხვედრა სტარტს, თბილისის დროით, 23:55 საათზე აიღებს.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV