"ბარსელონა" კორონავირუსით დაღუპულებს "კამპ ნოუზე" პატივს მიაგებს

  • 16-06-2020, 12:27
  • "ბარსელონა" კორონავირუსით დაღუპულებს "კამპ ნოუზე" პატივს მიაგებს

    "ბარსელონა" კორონავირუსის შედეგად დაღუპულ ადამიანებს "კაპ ნოუზე" პატივს მიაგებს.

    "ლეგანესთან" შეხვედრა კატალონიელებისთვის იძულებითი შესვენების შემდეგ პირველი საშინაო თამაში იქნება. Marca-ს ინფორმაციით, ფეხბურთელები შავი სამკლაურებით იასპარეზებენ, წუთიერი დუმილის დროს კი სტადიონზე ორკესტრი El cant dels ocells-ს (ჩიტების სიმღერა) შეასრულებს. ეს მელოდია მშვიდობისა და სიყვარულის სიმბოლოდაა მიჩნეული.

    "ბარსელონა" გულშემატკივართა ატმოსფეროს შესაქმნელად ვიზუალურ ეფექტებს გამოიყენებს. "კამპ ნოუზე" სპეციალური მოზაიკა გამოჩნდება, ასევე იქნება სხვადასხვა ბანერი.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV