კოუტინიომ კლოპს თხოვნით მიმართა

კოუტინიომ კლოპს თხოვნით მიმართა

ფილიპე კოუტინიომ, იურგენ კლოპს თხოვნით მიმართა, "ლივერპულში" დაბრუნების შესახებ და ისიც დააყოლა, რომ მზად არის ხელფასი საგრძნობლად შეიმციროს, - იტყობინება ბრიტანული გამოცემა Metro.

კოუტინიოს ხილვა თავის გუნდში, კიკე სეტიენსაც სურს, მაგრამ ხელმძღვანელობას სულ სხვა გეგმები აქვს და უკვე გადაწყვიტეს კიდეც, რომ ბრიტანეთში გაყიდიან, რადგან ყველაზე სარფიანი შეთავაზებები, სწორედ ნისლიანი ალბიონიდან მოდის.

ბრაზილიელი ვერც "ბარსას" შეეწყო და ვერც "ბაიერნს", ამიტომ სურს დაბრუნება იქ, სადაც ვარსკვლავად იქცა.

აქამდე არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, სხვადასხვა კლუბების ინტერესის შესახებ, განსაკუთრებულ ინტერესს "არსენალი" და "ნიუკასლი" იჩენენ, აი "ლესტერს" ძალიან უნდა, რომ ბრძოლაში ჩაერთოს, მაგრამ ფინანსები არ ჰყოფნის.

"ჩელსიმ" და "უნაიტედმა" კი, ბოლო ინფორმაციით, კოუტინიოზე უარი თქვეს.

"ლივერპულმა" უკვე დაკარგა ტიმო ვერნერი, რომელიც "ჩელსიმ" თვალწინ ააცალა, კლოპს კი გაძლიერება სურს, მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგას უკვე გამოეთიშა, პრემიერ ლიგა კი ჯიბეში უდევს.

უძღები შვილი დაბრუნებას ითხოვს. ვნახოთ, რას გადაწყვეტს იურგენ კლოპი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 15 ივნისი 2020 23:46
    0
    ციტატა: Andres_Iniesta
    ვერნერი ჩელსიმ დაითრია?

    ვერნერიც დაითრიეს და ჰავერციც უნდათ ეჩალიჩებიან უკვე
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 15 ივნისი 2020 17:29
    3
    ციტატა: Andres_Iniesta
    ვერნერი ჩელსიმ დაითრია?

    რა შეტევა ეყოლებათ დაამუღამე პულიშიჩი ვერნერი ზიეჩი დახატავენ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 15 ივნისი 2020 16:44
    0
    ამან თვითონ თქვა არ დავბრუნდები ბარსაშიო. რა შანსი უნდა მისცენ თუ თვითონ არ უნდა დაბრუნება. ბარსაში ამას არაფერი გამოუვა, ამას სხვა პრობლემა აქვს, ფსიქოლოგიური თუ მენტალური, რაც გინდა დაარქვი. ძალიან სუსტი და ფაქიზი გამოდგა. ამის დაბრუნებით გუნდი მინიმუმ 30 მილიონით იზარალებს, ბონუსი, რომელიც უნდა გადაუხადონ ლივეს და ხელფასი.
    მარტო ეს რომ იყოს ზარალი რა გვიჭირს, 225 უკვე გადახდილია და მსუყე ხელფასსაც უხდიან ორ ფეხბურთელს, რომელებსაც ერთად ჯამში არ გაუკეთებიათ 25 მილიონის.
    ფანი [?]
    #5 15 ივნისი 2020 16:38
    0
    ციტატა: Barca for life
    ათასჯერ თქვა იმ კაცმა კოუტინიომ თავისი გადაწყვეტილება მიიღო და აღარ ვაპირებთ მის დაბრუნებასო და დიდი ჭორი მგონია რაღაც.
    და საერთოდაც სადაც დემბელეს მისცეს ამდენი შანსი კოუ რატომ არ იმსახურებს? ერთი წელი რას მიქვიან? დიდი დიდი 10 მილიონი დაკარგონ მომავალი გაყიდვით ან შეიძლება დაგვადგეს საშველი და აღზევდეს როგორც ფენიქსი.
    ნუ რატო არა?! შეუძლებელი არაფერია, მე პირადად მჯერა ამ ბიჭის.


    კოუტინიო არა შანსი და დემბელეს შანსი ? ტიპზე მეოთხე სეზონს და შანსს ითხოვენ და კოუტინიო 1 სეზონი არ ათამაშეს სრულად ზამთარში მოიყვანეს გააფუჭეს და ახლა ასუხარებენ სადაა ეხა სამართალი მაგრამ არი ერთი რამ დემბელემ ვერ იპოვა აქ მისი ადგილი და ის გასაყიდია სანამ კიდე ის იმედი არსებობს რო იქნებ ათამაშდეს ახალგაზრდააო თორე მერე იქეთ დავიწყებთ ხვეწნას რო იყიდეთო სამი სეზონია ტრამვამ და ცალტვინობამ გატანჯა მისმა იქნებ სხვაგან კიდეც გახდეს ვარსკვლავი იმავე პსჟში მარა აქ ვერ შვრება და რამდენი უნდა ელოდო უბრალოდ ამოვიდა ყელში აი კოუტინიო კი გაასხვისეს მაგრამ არ იბრძოლა ძირითადისთვის არ ქონდა მას მოტივაცია და გოლი რო გაუტანა მანიუს კულეებს ცუდი ჟესტით მიმართა თქვენი კრიტიკა არ მესმის და რაც ვარ მევარო ეგრე გამოვიდა და მეორე ბავარიაში რო გაასხვისეს ბარსა ახლა არ მაინტერესებს ის უკვე ჩემთვის წარსულიაო იმავე დემბელეს სსჯერ აგინეს უსტვინეს და ტიპს არ დაცდენია ბარსაზე აუგი და მითუმეტეს კულეებზე როგორც კოუტი მოიქცა (თუმცა რატო დაცდებოდა ტყულა არაფერში ქაფავს მილიონებს და) აი ამის გამო უნდა გაუშვან კოუტინიო მან შეცდომა არ აღიარა არ მოინდომა და მეორეთაც ისე მოიქცა არც ახლა უნდა ბარსაში დაბრუნება დემბელე კიდე უბრალოდ არაა ბარსას დონის დამოდი მოიყვანეთ ის ვინცაა ამ გუნდის დონის ვისაც აქ ჟილკა და ვისაც აქ @ვერები რა.შეცდომის გამოსწორების უფლება უნდა მიეცეს იმას ვინც ცდილობს გამოსწორებას და ვისაც ისევ კიდია გაუშვით და მოგვიყვანეთ ის ვინც გვჭირია ეხლა მართლა
    --------------------
    ❤️ანსუ მანეეეე ბარსას მომავალი ჩემი ოქროს ბიჭუნა❤️riki puig and pedri the best talent❤️joan laporta is back❤️⚽ 🏆(no to racism)🏆
    Culé [?]
    #4 15 ივნისი 2020 16:26
    4
    მენტალურად ჩოილარია კოუტინიო. ბართოს დედას შევახტი ამის და დემბელეს ყიდვისთვის 12 წლის ფანების მოთხოვნებს რო აყვა
    Andres_Iniesta
    სტუმარი [?]
    #3 15 ივნისი 2020 16:18
    1
    ვერნერი ჩელსიმ დაითრია?
    Ronaldo De Asis Moreira 10( Gaucho )
    სტუმარი [?]
    #2 15 ივნისი 2020 15:58
    1
    პირველ რიგში ბართის ოჯახს მოვიკითხავ რომ იყოდა და მერე გაანათხოვრა აი მაგიტომ.სანამ გაანათხოვრებდნენ მანამ.კი ვალიკომ ბოლოდე გაუფუჭა საქმე იმ სი.თა ბელადმა.ბოლოს კი ისევ ბართოს და ყველას დედის მოკითხვა იმიტომ რომ უკვე მაყუთზე ფიქრობენ და კოუ არ უნდათ :( ასე მოექცნენ მალკომსაც ლიჟბი რომასთვის ვითომ შური ეძიებინათ და ბოლოს უთავმოყვარეო ზენიტში გაყიდა სადაც თამაშის ნებასაც არ რთავენ განდ.ნი რუსები.
    ფანი [?]
    #1 15 ივნისი 2020 15:57
    4
    ათასჯერ თქვა იმ კაცმა კოუტინიომ თავისი გადაწყვეტილება მიიღო და აღარ ვაპირებთ მის დაბრუნებასო და დიდი ჭორი მგონია რაღაც.
    და საერთოდაც სადაც დემბელეს მისცეს ამდენი შანსი კოუ რატომ არ იმსახურებს? ერთი წელი რას მიქვიან? დიდი დიდი 10 მილიონი დაკარგონ მომავალი გაყიდვით ან შეიძლება დაგვადგეს საშველი და აღზევდეს როგორც ფენიქსი.
    ნუ რატო არა?! შეუძლებელი არაფერია, მე პირადად მჯერა ამ ბიჭის.