კიკე სეტიენის კომენტარი "ლეგანესთან" მატჩის წინ

კიკე სეტიენის კომენტარი "ლეგანესთან" მატჩის წინ

"ბარსელონას" დამრიგებელმა, კიკე სეტიენმა, "ლეგანესთან" ხვალ გასამართი მატჩის წინ, ონლაინ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტების დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

"მომდევნო თამაშებში, შემადგენლობაში ცვლილებები იქნება. შევხედავ, როგორ მოქმედებს დაღლილობა ფეხბურთელებზე. ჩემი მოვალეობა ისაა, რომ სეზონის მიწურულს მათ საუკეთესო ფორმაში ყოფნაზე ვიზრუნო.

გრიზმანმა თითქმის ყველა შეხვედრაში ითამაშა. ახლა, ჩვენს განკარგულებაში მეტი ფეხბურთელია და სათამაშო დრო მათ შორის განაწილდება. ვნახავთ, როგორ განვითარდება ტურნირი და რა საჭიროება გვექნება. გრიზმანი წამყვანი როლის შესრულებას მომავალშიც განაგრძობს. ის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია.

არ უნდა დავაფასოთ მესის მხოლოდ გოლები, რომლებიც შესანიშნავია. მას საგოლე გადაცემებიც უნდა დავუფასოთ. ის გუნდს ბევრ ქულას მატებს. ზედიზედ 12 სეზონში მინიმუმ 20 გოლის გატანა ასტრონომიული შედეგია. მესი მსოფლიოში საუკეთესოა და გაგვიმართლა, რომ ის ჩვენთანაა.

ცარიელი "კამპ ნოუ"? გვერჩივნა, ხვალ, გულშემატკივრების თვალწინ გვეთამაშა, მაგრამ ვიცით, რომ ეს შეუძლებელია და ამას უნდა შევეგუოთ.

ვიდალი ძალიან საინტერესო ფეხბურთელია. მას აქვს პროფილი, რომელიც ყველა გუნდში საჭიროა. არტურო ძალიან გვეხმარება.

არ ვიცი, რა ფაქტორი იქნება ლა ლიგაში გადამწყვეტი. ჩვენი საქმე თამაშების მოგება იქნება. ჩვენც და "რეალმაც" ვიცით, რომ წაგება დაუშვებელია.

ლუის სუარესი ერთ-ერთია, რომელიც ხვალ ან სხვა დროს დაისვენებს. საბედნიეროდ, ბევრი ფეხბურთელი გვყავს. სათანადო გუნდი გვყავს იმისათვის, რომ არსებულ ვითარებას მოვერგოთ.

გამიკვირდა, როგორ ფორმაში დაბრუნდნენ ფეხბურთელები და როგორ მონდომებულები არიან ისინი.

ბრეითუეიტი? განსაკუთრებული გამონაკლისების გარდა, სასტარტო შემადგენლობაში თამაში გარანტირებული არავის აქვს. მინდა, გუნდის წარმატებაში მონაწილეობა ყველამ მიიღოს. ნებისმიერი ფეხბურთელი შეგვიძლია მოედანზე პირველივე წუთებიდანვე ვიხილოთ.

არ გვისაუბრია "ლას პალმასთან" თამაშზე, რომელიც ასევე ცარიელ ტრიბუნებზე გაიმართა. ფეხბურთელებმა აქცენტი ბურთზე უნდა გააკეთონ. იმედი მაქვს, უგულშემატკივროდ ძალიან არ დავზარალდებით.

ჯერ არ გადამიწყვიტავს, ითამაშებს თუ არა სუარესი სასტარტოში ხვალ. მას უნდა ვესაუბრო. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ, კუნთმა, შესაძლოა, თავი კიდევ შეგვახსენოს.

მეკარის შეცდომის შიში? მარკი ძალიან კარგია, მაგრამ შეცდომას ყველა უშვებს. მეკარისთვის, ამხელა პაუზის შემდეგ დაბრუნება მარტივი არაა. ბოლო დროს, მეკარეების მიერ დაშვებული არაერთი შეცდომა ვნახე.

"ლეგანესს", ლა ლიგაში დასარჩენად, ქულები სჭირდება. მეტოქის დაუფასებლობას არ ვაპირებთ. ტიტულისთვის ვთამაშობთ.

ვიცი, რომ ყველა ფეხბურთელს უნდა სასტარტოში იყოს, მაგრამ მე გუნდზე უნდა ვიფიქრო.

პირველი გოლი "მალიორკასთნ" მატჩში? ეს კომბინაცია, ვარჯიშებზე, არაერთხელ გავითამაშეთ. ეს მოულოდნელობა იყო, ისევე, როგორც დე იონგის გოლი "ბეტისთან".

ბრეითუეიტი მისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ? არ მიმაჩნია, რომ ეს სათამაშოდ საკმარისი მიზეზია. ყოველთვის გუნდზე ვფიქრობ და არა ფეხბურთელზე."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    გულშემატკივარი [?]
    #3 15 ივნისი 2020 20:00
    1
    ესენი არ ვიცი როგორები იქნება, მაგრამ ფაქტია, რომ ბარსამ მალიორკასთან ძალიან ლამაზი და კარგი ფეხბურთი ითამაშა. მგონი კიკე რაღაცა მოიხოდა მე ესეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ ბარსა გაძლიერდა.
    --------------------
    Always basca
    ფანი [?]
    #2 15 ივნისი 2020 18:06
    0
    ტერ შტეგენი
    სემედო უმტიტი პიკე პირფო
    დე იონგი ბუსი არტური
    მესი სუარესი გრიზმანი
    სუარესი-ბრეიტვეიტი
    ბუსი-პუჩი
    დე იონგი-ვიდალი
    არტური-რაკიტიჩი
    ფანი [?]
    #1 15 ივნისი 2020 15:35
    13
    კიკეს სტართან შედარებით, ბოლო მატჩი ევოულცია იყო, ნაკლები უაზრო პასი მეკარესთან, აგრესიული პრესინგი, შედეგიანი მატჩი, და მშრალად შენახული კარი, იმედია ასე გაგრძელდება, და სეზონის ბოლოს ისევ, ბურთის უაზროდ გორაობა არ შეგვრჩება ხელში,