ლაუტარო "ბარსას" დონის ფეხბურთელი არაა - იტალიური პრესა მარტინესს აკრიტიკებს

გუშინ "ინტერი" იტალიის თასის 1/2-ფინალის განმეორებით თამაშში "ნაპოლის" დაუპირისპირდა. "ნერაძურიმ" ფრე (1-1) ითამაშა, რაც ფინალში გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა. მილანელებმა, ორი მატჩის ჯამში, 1-2 წააგეს და გუნდი ტურნირს გამოეთიშა.
შეხვედრის შემდეგ "ინტერის" ლიდერი, "ბარსელონას" მთავარი სატრანსფერო სამიზნე, ლაუტარო მარტინესი იტალიურ პრესაში მწვავედ გააკრიტიკეს.
La Gazzetta dello Sport
"გატუზო ფინალშია, ლაუტარო - "ბარსელონაში".
"ლაუტარო იმედგაცრუებულია. ახლა ყველაფერი ანტონიო კონტეს კისერზეა. ის მოედანზე არ იყო. მარტინესი არ ჩანდა. მხოლოდ ერთი კარში დარტყმა პირველ ტაიმში".
Corriere dello Sport
"ლაუტარომ ბოლო გოლი 26 იანვარს გაიტანა და მას შემდეგ იგი უგოლო სერიას აგრძელებს. ის რთულად შესამჩნევი იყო და ლუკაკუს ვერ დაეხმარა. ეს "ბარსელონას" მომავალი მოთამაშის დონე ნამდვილად არაა".
22 წლის თავდამსხმელმა მოედანზე 72 წუთი გაატარა. ლაუტარომ კარში მხოლოდ ერთხელ დაარტყა, ერთხელ კი მისი დარტყმა დაბლოკეს. არგენტინელმა 10-დან 7 ზუსტი პასი გააკეთა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 18 ]