ოფიციალურად: ლა ლიგის 32-ე, 33-ე და 34-ე ტურების თარიღი ცნობილია
- 14-06-2020, 22:53
-
DaviD_ViLLa_7
- 3

დღეს ესპანეთის ჩემპიონატის 32-ე, 33-ე და 34-ე ტურებში გასამართი შეხვედრების თარიღები ოფიციალურად ცნობილი გახდა.
კატალონიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, "ბარსა" ლა ლიგის 32-ე ტურში "სელტას" 27 ივნისს ესტუმრება. "ლურჯ-ბროწეულისფერებმა" ვიგოელები სეზონის პირველ მატჩში "კამპ ნოუზე", ლიონელ მესის ჰეთ-თრიქისა და სერჟიო ბუსკეტსის გოლის წყალობით, 4-1 დაამარცხეს.
"ბლაუგრანა" 33-ე ტურში "ატლეტიკოს", "სელტასთან" მატჩიდან 3 დღეში, 30 ივნისს უმასპინძლებს. კატალონიელებმა 2019/20 წლების სეზონის პირველ შეხვედრაში "როხიბლანკოს", მესის ერთადერთი გოლით, 1-0 მოუგეს.
პრიმერა დივიზიონის 34-ე ტურში "ბარსა" გასვლაზე "ვილიარეალს" 5 ივლისს დაუპირსპირდება. "ბლაუგრანამ" პირველ თამაშში "ყვითელი წყალქვეშა ნავი", ანტუან გრიზმანისა და არტურის გოლების წყალობით, 2-1 დაამარცხა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]