რატომ არ აღნიშნა მარტინ ბრეითუეიტმა გოლი?
- 14-06-2020, 21:59
-
DaviD_ViLLa_7
- 3

"ბარსელონას" მიერ თებერვალში საგანგებოდ შეძენილმა დანიელმა შემტევმა, მარტინ ბრეითუეიტმა, გუშინ, "მალიორკასთან" კატალონიური კლუბის მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა.
29 წლის თავდამსხმელს არაერთხელ უთქვამს, რომ მისი ოცნება "ბლაუგრანაში" წარმატების მიღწევაა, თუმცა გასაკვირი ისაა, რომ მან "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში პირველი გოლი არ აღნიშნა. ბრეითუეიტი ბურთის გატანას ცივად შეხვდა. მარტინმა გარკვეული რეაქცია მხოლოდ მას შემდეგ გამოხატა, რაც მასთან მისალოცად არტურო ვიდალი მივიდა.
როგორც Mundo Deportivo ფეხბურთელის ახლო გარემოცვაზე დაყრდნობით იტყობინება, ბრეითუეიტი შოკში იყო, რომ ნამდვილად გაიტანა. ამასთანავე, მასზე ცარიელმა ტრიბუნებმაც იმოქმედა.
მოგვიანებით, ბრეითუეიტმა სადებიუტო გოლის გატანით გამოწვეული სიხარული მატჩისშემდმგომ გაკეთებულ კომენტარში გამოხატა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]