ივან რაკიტიჩი მე-300 "ბარსელონურ" მატჩს გამოეხმაურა
- 14-06-2020, 21:04
-
DaviD_ViLLa_7
- 2

გუშინ, "ბარსელონას" ნახევარმცველმა, ივან რაკიტიჩმა, "მალიორკასთან" კატალონიური კლუბის მაისურით მე-300 შეხვედრა ჩაატარა. ხორვატი ფეხბურთელი ამ ფაქტს Twitter-ის საშუალებით გამოეხმაურა.
"ამ საოცარ კლუბს 2014 წელს შევუერთდი. გუშინ, 6 წლის შემდეგ, მერგო პატივი, "ბლაუგრანას" მაისურით 300 ოფიციალური თამაშის ჩატარება მეზეიმა. რა მშვენიერი თავგადასავალი და სიამაყეა! მადლობა უპირობო მხარდაჭერისთვის. Visca Barca!" - წერს რაკიტიჩი.
ივან რაკიტიჩმა "ბარსასთან" ერთად 13 ტიტული მოიგო. მის ანგარიშზე 34 გოლი და 41 შედეგიანი გადაცემაა.
I joined this wonderful club in 2014. Yesterday, and after 6 years, I had the honor to celebrate 300 official games in #blaugrana colors. What a wonderful adventure and what a pride! Thank you for your unconditional support! #ViscaBarca! #IvanRakitic #FcBarcelona pic.twitter.com/vfV4OaOnCh
— Ivan Rakitic (@ivanrakitic) June 14, 2020
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]