შანსი ჟუნიორ ფირპოს

"ბარსელონას" მარცხენა მცველმა, ჟორდი ალბამ "მალიორკასასთან" მოგებულ მატჩში (4:0), სადაც გოლი და ასისიტი მიითვალა, ყვითელი ბარათიც მიიღო, რის გამოც 16 ივნისს, "ლეგანესთან" გასამართ შეხვედრას გამოტოვებს.
Football España-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 31 წლის ფლანგელის დისკვალიფიკაცია ნიშნავს, რომ კატალონიელთა ახალგაზრდა უკანახაზელს, ჟუნიორ ფირპოს შანსი მიეცემა, რათა თავისი დონე და შესაძლებლობები დაამტკიცოს.
წარმოშობით დომენიკელი ფეხბურთელი "ბარსას" გასულ ზაფხულში, "ბეტისიდან" 18 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა, რის შემდეგაც გაცემულ ავანსებს აშკარად ვერ ამართლებს. ამ სეზონში ფირპომ, ჯერჯერობით, 18 მატჩში თავი 1 გოლითა და ამდენივე ასისტით გამოიჩინა.
შეგახსენებთ, სხვადასხვა წყაროები ჟუნიორს რამდენიმე კლუბში გადაბარგებას, მათ შორის, ლაუტარო მარტინესის ტრანსფერში ჩართვას უწინასწარმეტყველებდნენ. Transfermarkt-ი 23 წლის ფეხბურთელს 20 მილიონ ევროდ აფასებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]